ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა

2023 წელს, საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა პირმა დატოვა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ბოლო – მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, […]
ფონდი „ქართუ“ – ბიძინა ივანიშვილი დღეს ფაქტობრივად არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს, მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ფონდში აცხადებენ, „შეტევა ცალსახად კოორდინირებულია, ვინაიდან, სხვადასხვა სიუჟეტს ფონად გასდევს ერთიანი „ლაიტმოტივი“ – „ივანიშვილი თავისი […]
2023 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის სურვილი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, მათგან 2500-ზე მეტი კი გადამზადდა

2023 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის სურვილი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, მათგან 2500-ზე მეტი კი გადამზადდა. რაც შეეხება ბოლო ხუთი წლის მონაცემებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გასული 5 წლის განმავლობაში, პროგრამაში15 000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა, 9000-ზე მეტი მოქალაქე კი გადამზადდა. მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია. ცნობისთვის, თბილისის მერიის მუნიციპალური […]
როგორი იქნება სპორტული დარბაზი ქარელის ერთ-ერთ სოფელში, რომლის ასაშენებლადაც 6 მილიონის დახარჯვა იგეგმება

ქარელში, სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტული დარბაზის ასაშენებლად 6 მილიონი დაიხარჯება. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 048 860 ლარია. ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად შენობა უნდა განთავსდეს 3344 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთზე. განაშენიანების ფართი 3548 კვ/მ. შენობა ორსართულიანი უნდა იყოს, რომლის […]
“კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია… ამას კალაძე, კობიაშვილი და კანკავა არ გააკეთებდნენ” – ნუკრი რევიშვილი აქტუალურ თემებზე

ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა “კვარა” რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა. რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული და მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. […]
ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა | მან ისევ გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ. სახელმწიფო მედია TASS წერს, რომ მინისტრის თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს” და ჩრდილოეთ მარშრუტის გავლით აშშ-ში 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა. ლავროვის ვიზიტი 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. რუსეთის საგარეო ამბობს, რომ […]
ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებს დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლავროვი ნიუ-იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვევა და პირადად მიღებს მონაწილეობას გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. ასევე, დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც უკრაინის საკითხებს განიხილავენ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის […]
ფლორიდის გუბერნატორმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ფლორიდის გუბერნატორმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ რონ დესანტისმა მიმართვა სოციალურ მედიაზე გააკეთა. დესანტისმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოებისა, არჩევნებში მხარს მას დაუჭერს.
ქარიშხალი “იშა” დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში – სტიქიამ პრობლემები შექმნა

ქარიშხალმა “იშა”დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში პრობლემები შექმნა. სტიქიამ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ტალღების ადიდება გამოიწვია. ქარიშხალმა, ასევე, მოგზაურობაზეც იმოქმედა – ავიაკომპანიებმა დუბლინსა და მის მიმდებარე აეროპორტებიდან 150-მდე ფრენა გააუქმეს. ირლანდიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დუბლინში, ნარინჯისფერი ამინდის გაფრთხილება გამოსცა. დასავლეთისა და ჩრდილო დასავლეთის ნაწილები უფრო მკაცრი – წითელი გაფრთხილების ქვეშ მოექცა. უამინდობამ […]
რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტი ტაშკენტის ქუჩაზე სამანქანე გზის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის, ველობილიკების, საპარკინგე და მწვანე ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, სამუშაო შეხვედრა გამართა რუსთავის მერმა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ახალი პროექტის ღირებულება, თითქმის, სამ მილიონ ლარს აღწევს და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. “როგორც ადგილობრივების, ისე მთავრობის მხარდაჭერით, სამი მილიონი ლარი გამოიყო, […]