გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. ადგილობრივებით თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერთა ხელმოწერებს ბათუმშიც აგროვებს

რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ბორის ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისის გარდა, ბათუმშიც აგროვებს. ინსტაგრამის გვერდის, „რუსები ბათუმში“ ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება 25 იანვრამდე გაგრძელდება. „მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან უკვე ძალიან ბევრი ხელმოწერაა. იქიდან მეტი აღარაა საჭირო, საჭიროა რეგიონები”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა. ბორის ნადეჟდინმა თბილისში ხელმოწერების შეგროვება გასულ კვირას დაიწყო. სოციალურ ქსელში […]

ნატო ატარებს „ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს

დღეიდან, 22 იანვრიდან ნატომ დაიწყო ბოლო, თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 2024 (მტკიცე დამცველი 2024). სწავლებაში, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს ნატოს 31-ვე წევრი სახელმწიფოს და წევრობის კანდიდატი შვედეთის 90 000-მდე სამხედრო. წვრთნების სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან“. სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარით, რუსეთი ნატოს წევრ ერთ-ერთ […]

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 1.3 პროცენტიანი კლება. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 1.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მოძრაობა აკრძალული თოვისა და ლიპყინულის გამო იყო.

ხავი: ახლა “ბარსელონას” 6 ქულით მეტი უნდა ჰქონდეს

ლა ლიგის 21-ე ტურში “ბარსელონა” “ბეტისს” ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მსაჯების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი შეცდომების გამო “ლურჯ-ბროწეულისფერებს” სატურნირო ცხრილში 6 ქულით ნაკლები აქვს. “ხეტაფესთან” პენალტის ეპიზოდი კარგად მახსოვს, ასევე – რაფინიას მომენტი “რაიო ვალეკანოსთან”, ასევე – ფელიქსის არჩათვლილი გოლი “გრანადასთან”. ახლა 6 ქულით მეტი უნდა […]

“გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს…” – რა ვიდეოს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე – Marao

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც. მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის […]

კონკურენციისა სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება […]

ადგილობრივ ექსპორტში რუსეთის წილი გაიზარდა, აშშ-ს, თურქეთის და ჩინეთის შემცირდა

2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის […]

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.