შსს-მ 2023 წელს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის 1 856 237, ხოლო გასვლის 1 887 223 ფაქტი აღრიცხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ქვეყნის ტერიტორია 1 887 223-მა დატოვა. შსს-ს ცნობით, 2023 წელს რუსეთის ყველაზე დიდი რაოდენობით – 766 278 მოქალაქე მესამე კვარტალში შემოვიდა. 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 348 050 რუსი შემოვიდა, ქვეყნიდან კი 359 030 გავიდა. ბოლო კვარტალში, საქართველოს საზღვრის […]

გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში მანქანა გადაბრუნდა | დაღუპულია ერთი ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია გამთენიისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მგზავრი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“მშობლების მხრიდან პანიკა იყო” | გუშინდელი განგაშის შემდეგ, ბათუმის სკოლებში დღეს მოსწავლეების მცირე ნაწილი მივიდა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გამოცხადებული განგაშის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში დილას მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოცხადდა. მშობლებმა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში არ გაუშვეს, თუმცა სკოლებში სწავლა არ შეჩერებულა. “მოგეხსენებათ, რომ მშობლების მხრიდან იყო პანიკა, გვწერდნენ პედაგოგებს, დამრიგებლებს. ჩვენ ყველას ვუთხარით, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არა გვაქვს, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი იყო, შეეძლოთ გამოეშვათ ბავშვები. იმიტომ, რომ ჩვენ, […]

ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში | ოქრიაშვილი

სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება: „ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი დედაეკლესიის და წმინდა ხატების შეურაცხყოფა, გაუბრალოება, მათთვის მნიშვნელობის დაკარგვა. ბარემ, დაახატეთ კალაძე-კობახიძე ხატებს და შეიტანეთ ეკლესიებში! შედეგად, ვიღებთ ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას, რასაც მე ვერასდროს შევეგუები !” წერს ოქრიაშვილი.

ქურდობების სერია წყნეთის ქუჩაზე | არასრულწლოვნებმა მაღაზია და მანქანები გაქურდეს

ქურდობების სერია თბილისში -წყნეთის ქუჩაზე მხოლოდ ერთ ღამეში, ნიღბიანმა არასრულწლოვნებმა 3 ავტომობილი და სუპერმარკეტების ქსელი სპარი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებმა მაღაზიას ქვები ესროლეს, შიგნით შესვლის შემდეგ კი იქიდან ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. ამის შემდეგ, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი სამი ავტომანქანა გატეხეს. სავარაუდოდ მანქანიდან წაღებულია თანხა. საგამოძიებო მოქმედებები წყნეთის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, იდენტიფიცირებული […]

ანტიკორუფციული 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს შეისწავლის | მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, ლილუაშვილის, კობახიძის

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე – 2024 წელს. სიაში 150 პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები. მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები – თეა წულუკიანი, ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, ირაკლი […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. მათივე ცნობით, შუალედური შედეგები, პერიოდულად, საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის. „2023 […]

ჯოზეფ ბორელი – უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ – ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. „ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და […]

გასული წლის ბოლო სამ თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა

გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი – უარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ […]

ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ „ოცნებას“, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით

მოვუწოდებთ „ოცნებას“, პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები სულ უფრო მეტად მდიდრდებიან, საქართველოს პარლამენტი არღვევს კანონს […]