ჰელსინკის ექსპო-ცენტრში, ნორდიული რეგიონის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ტურისტული გამოფენა MATKA 2024 ჩატარდა

19-21 იანვარს, ჰელსინკის ექსპო-ცენტრში, ნორდიული რეგიონის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ტურისტული გამოფენა MATKA 2024 ჩატარდა. ღონისძიებაში, რომელსაც 50 ათასამდე დამთვალიერებელი ეწვია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამცხე-ჯავახეთის და სვანეთის რეგიონულმა ტურისტულმა ორგანიზაციებმა და კერძო ტურისტულმა კომპანიებმა. საელჩოს ინიციატივით ასევე, გაიმართა შეხვედრები […]

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ( 417,17 გრამი) გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 42 098,76 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო […]

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს, დაბრუნების შემდეგ კი, სტუდენტებს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი იქნება. „მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. […]

მთავრობის ადმინისტრაცია – ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი – კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. უწყების ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, […]

„რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი მოხდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა: „სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული […]

კრემლის პროპაგანდისტს, თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს თინა კანდელაკს ქვეყანაში – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ბრიფინგზე: „თუ საჭირო იქნება, ზომები მიიღება. სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩამოვიდეს ყაზახეთში და რომც მოინდომოს, ვერ შემოვა“ მიზეზი კი კრემლის პროპაგანდისტის განცხადება გახდა, სადაც მან ყაზახებს მანქურთები უწოდა.

“მარტში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა” – HRC აქციების დროს გამოვლენილ დარღვევებზე

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული 15 საპროტესტო აქცია, მათ შორის საუბარია – მარტის აქციებზე, თბილისი პრაიდის ჩაშლაზე, თეთრი ფურცლის გამო დაკავებულ აქტივისტებსა და სხვა შეკრებებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა […]

5 საინტერესო შეთავაზება ბიზნესებისთვის ბიზნეს მობილბანკში

ალბათ არავისთვისაა უცხო უამრავი შეტყობინება, რომლებსაც სხვადასხვა არხიდან ვიღებთ და ფასდაკლების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების თუ რაიმე სხვა სახის სიახლეების შესახებ გვამცნობენ. მსგავსი სერვისები და პროდუქტები არამხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვისაა საინტერესო, არამედ ბიზნესისთვისაც. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო რთულია რელევანტურ ბიზნეს აუდიტორიამდე გასვლა: ბიზნესი ხელმძღვანელობს საჭიროებით და არა სურვილით, ანუ ყიდულობს იმ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც […]

HRC: 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ. HRC-ის შეფასებით, 7-9 მარტის აქციებზე გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევა, პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მომიტინგეთა მიმართ და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. “7 მარტის აქცია იმთავითვე იყო მშვიდობიანი. შესაბამისად, არ არსებობდა არც ერთი კანონისმიერი მიზანი, რათა გამართლებულიყო მომიტინგეთა დაშლა, […]

ნაცვლიშვილი ოცნებაზე: ფაქტია, თავადაც არ სჯერათ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ

ფაქტია, გუნდში სერიოზული კრიზისი აქვთ და თავადაც არ სჯერათ, რომ გაიმარჯვებენ […] ძალიან კარგად იციან, რომ თითოეული მათგანი პოლიტიკურად ნულის ტოლია. აქამდე, ერთადერთი მათი კარტი ბიძინა ივანიშვილი იყო. თუმცა, ეს კარტი იმდენჯერ გამოიყენეს, რომ ის ყავლგასული, გაცვეთილია და შესაბამისად, ვერანაირ რადიკალურ ეფექტს ვერ მოახდენს და ქართულ ოცნებას ახალ სიცოცხლეს ვერ შთაბერავს.