პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზუსტად რას შეიცავს დახმარების პაკეტი, ამ დროისთვის უცნობია. “არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ვაფასებთ თქვენს მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინული საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბური შესყიდვის მიზნით – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის”, […]

“დღეს გავიგეთ, ვრჩებით უმუშევრები” | “რესპუბლიკურის” თანამშრომლებმა მედიიდან გაიგეს, რომ შენობას ანგრევენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა საავადმყოფოს დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გაიგო. ხელისუფლებას ექიმებისთვის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ კლინიკის შენობას ანგრევენ. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ექიმები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ სამსახურს არ დატოვებენ. “დღეს გავიგეთ, არაფრის დიდებით არ დავთმობთ, ასე არ წავალთ. არც ერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას”… […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია

მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ხალხი, „ჰამასის“ რეალური შემოთავაზება არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია. […]

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტები და მოცულობა გავაცანით – არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს გაეცნოთ ყველა ის საკომპენსაციო პაკეტი და მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში , – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერმა, ნინო კვერნაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ნინო კვერნაძის განცხადებით, სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, ხოლო არჩევანის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. […]

გურჯაანში 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. „მას […]

ვასო ურუშაძე – ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო შექმნეს და არავის სჯერა, რომ გამოიძიებს კორუფციული გარიგებებს

ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შექმნეს საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მართავს ღარიბაშვილის მიერ დასმული პირი და არავის სჯერა, რომ ეს ბიურო გამოიძიებს პრემიერ მინისტრის, მინისტრების და ივანიშვილის კორუფციული გარიგებებს , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი არის კორუფციის აღმოფხვრა. […]

გია ცაგარეიშვილი – ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს

იმისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. „ბედოვლათმა ოპოზიციამ, რომელსაც პარტიული ტელევიზიებიც […]

მარიამ ქვრივიშვილი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia ოპერირებას 20 აპრილიდან დაიწყებს

20 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia დაიწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, რადგან ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიებისთვის სტრატეგიულ სამიზნე მიმართულებაა. ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. „ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს პოპულარიზაციას, მარკეტინგული […]

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” და “საფინანსო სექტორის მიმოხილვის” გამოქვეყნებას. როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. იანვრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია […]