ჯოზეფ ბორელი – მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

მე, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელი -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ იგი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, სა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს.
„გავიგე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპი მიიწვია, რომ კიევში ჩასულიყო და გამოსავალი სწრაფად ეპოვა. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულება, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, აიოვას შტატში გამართულ აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულ საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოაგვარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება