“ყველაზე მეტი კითხვა ბოიფრენდზეა” – რა ფოტოს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი – Marao

“ყველაზე მეტი კითხვა ბოიფრენდზეა” – რა ფოტოს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი – Marao შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა. შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. […]

წვევამდელთა ანაზღაურება 400 ლარამდე გაიზარდა

2024 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ანაზღაურება 400 ლარი გახდება. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის I კლასის რიგითის ანაზღაურება კი 440 ლარით განისაზღვრა. შესაბამისი ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ცვლილება 2024 წლის 17 იანვრით თარიღდება. ბრძანებაში ცვლილებამდე, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის […]

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ, დაპირისპირებაა პოლიციასთან

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, 23 იანვარს აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მათი უკანასკნელი საცხოვრისია. სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები. პოლიცია სადარბაზოში შესასვლელი კარის გამოტეხას ცდილობს. დაკავებულია სახლთან მობილიზებული რამდენიმე მხარდამჭერი. ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში […]

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები “არსებითად პოლიტიზებული და მცდარია”, ხოლო ერთადერთ შედეგად დაპირისპირებასა და პიროვნული თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფას იწვევს. “უპირველეს ყოვლისა, რელიგიის შესახებ საჯარო მსჯელობა, მათ შორის, თეოლოგიური დისკუსია, როგორი კრიტიკული და მწვავეც უნდა იყოს […]

ინტენსიური თოვის გამო, კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული

ინტენსიური თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შეზღუდვებია ენერგომომარაგებაშიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, […]

ახალაშენებული ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა

ახალაშენებული ბინის 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნებს შორის ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 5528 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი სამგორში და 3065 ლარია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 1 კვ.მ.-ის ფასი კერძო სახლების სეგმენტშიც განსხვავებულია უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე და ვაკეშია, ყველაზე დაბალი კი გლდანსა და სამგორში. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა […]

„ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ბაზარს 20%-ით გაზრდის“- დავით ონოფრიშვილი

საპროგნოზო მონაცემებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მილიარდ ლარს გადააჭარბა. კომპანიების სადაზღვევო მოგებამ 250 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგება წინა წელთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2023 წელი სადაზღვევო სექტორისთვის რეკორდული იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 18 […]

ნაძალადევის რაიონში წყალი 21 საათით დაწყდება

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე „ჯივიპი“ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 24 იანვრის დილის 11:00 […]

დანიაში ქართული ფილმის საღამო გაიმართა

19 იანვარს, დანიაში საქართველოს საელჩოსა და დანიის ფილმის ინსტიტუტის კინოსახლს Cinemateket შორის თანამშრომლობით, ქართული ფილმის საღამო გაიმართა, სადაც ორი მხატვრული ფილმი: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ლევან თუთბერიძის „სამურაი დასვენების ჟამს“ აჩვენეს. კინოჩვენებები ორ ციკლად, პარალელურ რეჟიმში გაიმართა. სეანსებს შორის სტუმრებს საშუალება მიეცათ, ქართული ღვინის თანხლებით მოსაზრებები გაეცვალათ. „ქართული კინოს მიმართ გამოხატული […]

“ყოფილ მეუღლეს მობილური წაართვა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები საკუთარ ტელეფონში გადაიტანა და დაზარალებულის ნათესავებს გადაუგზავნა” – დაკავებულია 37 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის […]