ნანა ტოხვაძე – უმნიშვნელოვანესია დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭირვალე და კონკურენტული კონკურსი

დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტოხვაძის თქმით, სასკოლო განათლება უკუსვლას განიცდის და ამ პირობებში დირექტორთა დანიშვნის ღია და გამჭვირვალე წესის ამოქმედება უმნიშვნელოვანესია. […]

ლევან მეტრეველი – გვაქვს წინადადება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეცეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელიც უკეთესად მიხედავს, ვიდრე მთავრობა – ოპოზიციურ პარტიებს ამ თემის ირგვლივ გაერთიანებას ვთავაზობთ

ჩვენ გვაქვს წინადადება მთავრობისთვის, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელიც გაცილებით უკეთესად მიხედავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მთავრობა. ყველა ოპოზიციურ პარტიას კი ვთავაზობთ ამ თემის ირგვლივ გაერთიანებას იქ მომუშავე პერსონალს კი ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან მეტრეველმა განაცხადა. ლევან მეტრეველის თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალია, […]

გიორგი შარაშიძე – მივმართავთ ივანიშვილს, თუ სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს კალაძე და „ოცნება“, რომ ამ რისკებისგან დასაცავად ეფექტიანი გზაა საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნა

მივმართავთ ივანიშვილს, თუ მას სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს კალაძე და „ოცნება“, რომ კორუფციის რისკებისგან დასაცავად ყველაზე ეფექტიანი გზა, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ […]

ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს Whatsapp-ით გადაუგზავნა – დააკავეს 36 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს გაუგზავნა, უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით. საგამოძიებო სამსახურმა, დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიების ვერსიით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, […]

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. _ „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული […]

„ლელოს“ მივუმატოთ გახარია, გავყოთ ხაბეიშვილზე, უდრის 5 ნომერს – გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობას“, „ლელოს,“ გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს ერთი დირიჟორი ჰყავთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძირითადი სათავო ოფისი „ნაცმოძრაობაა“, […]

დააკავეს 23 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს აშანტაჟებდა და ინტიმური შინაარსის ფოტოებსა და ვიდეოებს აგზავნინებდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის […]

2023 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მე-4 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. ამასთან, იმავე ინდექსი 2020 წლის საშუალოს 39.8%-ით აღემატება. “RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს”. – ნათქვამია საქსტატის […]

“თუ ვინმე გეცნობათ, შემატყობინეთ, წავალ მათ სახლებში და…” – აშშ-ში მერაბ დვალიშვილი გაძარცვეს [VIDEO]

აშშ-ში ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ავტომობილი გაძარცვეს. ამის შესახებ სპორტსმენმა ინფორმაცია და ვიდეო თავად სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. “შენი სახლი უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. გუშინ ავტომობილის კარი არ ჩავკეტე და ზოგიერთი “ლუზერი” ჩემს უბანში მანქანის კარებს ამოწმებდა. ჯერ საფულე მომპარეს, შემდეგ კი დაბრუნდნენ და უნდოდათ, რომ ავტომობილიც მოეპარათ, მაგრამ მეზობელმა დაუყვირა და მშიშრებივით გაიქცნენ! ვეგასელო […]

თოვის გამო თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა – შეზღუდვებია გზებზე

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში. თოვის გამო დილიდან თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. მერმა ლევან ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იწმინდება ქალაქის შიდა გზები და იშლება ტექნიკური მარილი. „როგორც კი გზები თოვლისგან გათავისუფლდება, ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს“, – თქვა მერმა. შეზღუდვები დაწესდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის […]