ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, 23 აპრილს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში, შელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის – დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების […]
ცესკო-ს თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ხვდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ხვდება. ღონისძიება გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. მთავარი თემა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, კომისიამ სისტემა, 2018 წლიდან დღემდე, 8-ჯერ გატესტა. “საარჩევნო ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები უპასუხებს ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს კარგ სტანდარტს, რომელიც […]
საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე: საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე: თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის […]
„ახალი საავადმყოფოს აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი არარეალურია“ – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკას ავაშენებთ“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. კლინიკა 500 საწოლზე იქნება გათვლილი და ის 3-4 წელში დასრულდება. იგეგმება […]
ისრაელმა „ჰამასს“ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა – მედია

ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, იუწყება „აქსიოსი“ ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს 7 ოქტომბერს დაწყებულ ომში ყველაზე ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, რომლის მიზანიცაა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმისას აყვანილი მძევლების გათავისუფლება, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ. „ჰამასის“ ტყვეობაში 140-მდე ტყვე რჩება. შეთავაზებული შეთანხმებით, ჯერ უნდა გაათავისუფლონ ქალები, 60 […]
ზურაბ ჯაფარიძე – მთავარი პრობლემაა, რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა სიების მიმართ

ბევრ პრობლემას, რაც არსებობდა საარჩევნო უბნებზე, ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა მოაგვარებს, თუმცა კითხვები რჩება – მთავარი პრობლემაა, რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა სიების მიმართ,- ამის შესახებ „გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიების გადამოწმების მექანიზმი, რასაც ამ ეტაპზე მათ ცესკო სთავაზობს, პრაქტიკაში ვერ იმუშავებს. „ეს არის ელექტრონული ხმის დათვლა და არა ელექტრონული […]
ცესკო-ს თავმჯდომარე – თუ იქნება იდეები, რომლის განხილვაც არჩევებამდე შესაძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა – არაერთი მითი და დეზინფორმაცია ვნახეთ, თუმცა, ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს

თუ იქნება იდეები, რომლის განხილვაც არჩევებამდე დარჩენილ პერიოდში შესაძლებელია ჩვენი მანდატის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა – არაერთი მითი და დეზინფორმაცია ვნახეთ, თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს, – ამის შესახებ ცესკოს- ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი დღის წესრიგი აგებულია საარჩევნო ტექნოლოგიების ირგვლივ პოლიტიკური პარტიების […]
ზურაბ აზარაშვილი – ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ – ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე

დარწმუნებული ვარ, სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის […]
კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს ხმაური მოჰყვა

თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესს, რასაც ხმაური მოჰყვა. აღსრულების პოლიცია ცდილობს შენობაში შესვლას, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ. შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე […]
უკრაინის შსს – დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და პეჩერსკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი, […]