სუს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღვკვეთეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს. მათი თქმით, კიბერშეტევის შედეგად ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”, – ნათქვამია […]
სუსი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ვებსაიტზე კიბერშეტევა იყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე კიბერშეტევა იყო. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედვით, დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. “მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით”, – წერია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ კიბერშეტევის დროს president.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა: “მთელი რიგი გადაუდებელი […]
“ბავშვი იმყოფება თავშესაფარში, დედის ნათესავებს ეუბნება, წამიყვანეთ” – რას ამბობს ტრეფიკინგში ბრალდებული დედის ადვოკატი
დედა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, დანაშაულს არ აღიარებს. საქმის განხილვა სასამართლოში უკვე არსებით ეტაპზეა. “კურიერი” ესაუბრა ბრალდებულის ადვოკატს, რომელიც აქცენტს ოჯახის რთულ მდგომარეობასა და იმ გარემოებებზე ამახვილებს, რის გამოც დედა შვილს ქუჩაში ფულის საშოვნელად უშვებდა. “ეს ბავშვი დედას თავად დაჰყვებოდა სანთლების და ხატების გასაყიდად. დაჰყვებოდა და სახლში მარტო გაჩერების ეშინოდა, იმიტომ რომ […]
“ეს საოცარი სული, რომელიც ტრიალებს ამ კლინიკაში, შენარჩუნდეს, ეს არ უნდა დაიკარგოს” – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი
რესპუბლიკური საავადმყოფოს ის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს, ჯანდაცვის მინისტრს არ შეხვდნენ. მათი განმარტებით, არ აპირებენ ზურაბ აზარაშვილთან კომპენსაციების საკითხის განხილვას და მინისტრს მხოლოდ იმ პირობით შეხვდებიან, თუ ის კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ჯანდაცვის უწყებასთან აქცია გამართა. ისინი აპროტესტებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას. “სახლებში წასვლას და სხვა სამუშაოს […]
ინოვაცია, გამოცდილება და გამოწვევები მედია სივრცეში – ამ თემაზე “ტრი მედია ინტელიჯენსი” ყოველწლიურ კონფერენციას მართავს
ინოვაცია, გამოცდილება და გამოწვევები მედია სივრცეში – ამ თემაზე “ტრი მედია ინტელიჯენსი” ყოველწლიურ კონფერენციას მართავს. ღონისძიების მიზანია წვლილი შეიტანოს ქართული მედია სივრცის განვითარებაში, ხელი შეუწყოს პარტნიორებსა და ხელმომწერებთან საქმიანი ურთიერთობის გამყარებას არაფორმალურ გარემოში. ამასთან, მიზანი მედია სივრცეში არსებული გამოცდილებების, გამოწვევების და მათთან გამკლავების გზების გაზიარება. ღონისძიების მხარდამჭერია კეტარი ფაუნდეიშენ.
უწყებებს დავავალეთ საზღვრის დელიმიტაციის ბოლომდე მიყვანა – ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარეები საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე შეთანხმდნენ. „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“, – განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს, 26 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ამავე ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის […]
კიევი ვიქტორ ორბანის ვიზიტისთვის ემზადება
უკრაინა მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, – განაცხადა ხუთშაბათს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ. ეს ორბანისთვის უკრაინაში პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორბანის მთავრობა, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ განიხილება. საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”, ორბანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სტეფანიშინას კაბინეტში დაუდასტურეს. უნგრეთისა […]
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს. უწყების ინფორმაციით, ეს კლინიკებია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის რაიონული საავადმყოფო; პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა; გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა; ჯეო ჰოსპიტალის ქსელი; კავკასიის მედიცინის ცენტრი; ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი; […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს. […]
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. […]