ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს
თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე ტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მეორე დღეა, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა. ამ დროისთვის თოვა შეწყდა, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შედარებით უსაფრთხო არ გახდება. თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავიანი და მაღალი განმავლობის მქონე ავტომობილისთვისაა დასაშვები. შუამთის მონასტრის ტერიტორიიდან […]
მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მოსული უხვი ნალექის გამო, გზას ვეღარ აგრძელებდა 30-მდე ავტომობილი და მათში მყოფი 90-მდე ადამიანი. მაშველებმა მოაბილიზეს სპეც-ტექნიკა და თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
რუსეთმა დრონები, რაკეტები დაუშინა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას — უკრაინა
რუსეთმა დრონები და რაკეტები დაუშინა უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, განაცხადა კიევის საჰაერო ძალებმა კვირას, 28 იანვარს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შეუტია ცენტრალურ პოლტავას რეგიონს ორი ბალისტიკური რაკეტით. სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპორიჟიეს რეგიონში, გუბერნატორმა იური მალაშკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ობიექტს თავს დაესხნენ დრონით. მალაშკოს ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. […]
“ბორდომ” დავითაშვილის თაობაზე სარფიანი წინადადება მიიღო – ზურიკო ტრანსფერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
“ბორდომ” დავითაშვილის თაობაზე საუდის არაბეთიდან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო, თუმცა ქართველ შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, აზიური კლუბის შეთავაზებამ “ჟირონდელები” დააკმაყოფილა, თუმცა ტრანსფერზე კატეგორიული უარი თავად ზურიკომ განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, გაასხვისებს თუ არა ფრანგული კლუბი ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. შეგახსენებთ, დავითაშვილს “ბორდოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება […]
უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა
უკრაინაში ომი გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ომში მყოფი ქვეყანა ოკუპანტთა იერიშებს აღმოსავლეთის ფრონტზე იგერიებს. სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ტრადიციულად, ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსულ აქტივებზე […]
აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას – თსუ-ს განცხადება
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავას საქმესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით და მისი ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და […]
ისრაელი მზად არის ომი ორი თვით შეაჩეროს თუ 100 ტყვე გათავისუფლდება
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ისრაელი მზად არის ომი ორი თვით შეაჩეროს, თუ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, 100 ტყვე გათავისუფლდება. ამ ინფორმაციას “ნიუ-იორკ თაიმსი” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში. “კატართან დაკავშირებით, უკან არ მიმაქვს სიტყვები. მე არ დავთმობ ერთ ზოლს, […]
ნოტარიუსთა პალატამ გასული წლის ანგარიში წარადგინა
ნოტარიუსთა პალატამ გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის გეგმები წარადგინა. კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა. ისაუბრა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უწყებამ გასული წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ხაზი გაესვა სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობასაც.
გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება
გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება. პროფკავშირებსა და რკინიგზის ოპერატორებს შორის დროებით შეთანხმება შედგა, თუმცა მოლაპარაკების პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში, მაინც გაგრძელდება. გაფიცულთა ნაწილი სამუშაო ადგილებს დღეს, ნაწილი კი ხვალიდან დაუბრუნდება. მატარებლის მემანქანეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის ზრდას ითხოვდნენ.