რამდენიმე წელიწადში, საქართველო, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის – ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე – გივი მიქანაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროგრესირებადი მაჩვენებლები თვალსაჩინოა არა მხოლოდ კონკრეტულ ინდექსებსა და რეიტინგებში, არამედ ეს მოცემულობა დადებითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურობასა და კეთილდღეობაზე. “ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ […]

ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ – დიმიტრი ხუნდაძე

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეკრებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც ის წერს, შეხვედრა უკვე დატოვა “ლელომ”, ხოლო დარჩენილი მართული ოპოზიცია ამ პროცესს დესტრუქციის ახალ შესაძლებლობად განიხილავს. “დღეს, პარლამენტში 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. “ლელოს” სულსწრაფობამ სძლია და თავიდანვე გაემიჯნა პროცესებს. რაც შეეხება […]

რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის – არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ – ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებისა” და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა, ჯერჯერობით, წყნარად მიდის და მიმდინარეობს მსჯელობა 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მისი განმარტებით, შეხვედრაზე, ჯერჯერობით, განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ მთავარია, რომ მსჯელობა დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. “ჯერჯერობით, წყნარად მიდის საუბარი და მსჯელობა “ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო ოპოზიციას შორის. დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ რა […]

სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, სენაკის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 11 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკი” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ასრულებდნენ. […]

რატომ თქვა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რუსულ კლუბში ტრანსფერზე უარი

რუსულ საფეხბურთო კლუბ „სოჭის“, რომელიც „გაზპრომის“ მიერ ფინანსდება, ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას შეძენა სურდა და მას წელიწადში 700 000 ევროს ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა, ვინაიდან „რუსეთში თამაში არ სურს“, იტყობინება „ჯეო თიმი“. ქვილითაია ამჟამად კვიპროსულ „აპოელში“ გამოდის, და კონტრაქტი ოთხ თვეში უმთავრდება. ამის შემდეგ, მას ან მოქმედ კლუბთან შეუძლია კონტრაქტის გახანგრძლივება, ან ნებისმიერ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მარტო ვერ გაუმკლავდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში გამოთქვა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, შეძლებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისის შევსებას. “პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ […]

მიხეილ სარჯველაძე – „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია – მათი პრიორიტეტია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გულშემატკივრობა

ეს პროცესი იმიტაცია იქნება, თუ სერიოზული მუშაობა, თავიდან ბოლომდე ოპოზიციაზეა დამოკიდებული – „ლელოს“ გადაწყვეტილება დესტრუქციული დამოკიდებულის სანიმუშო მაგალითია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ხელისუფლებას რაც შეუძლია შესთავაზოს ოპოზიციას, ეს არის კარის გახსნა მსჯელობისთვის. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყველამ […]

გივი მიქანაძე – გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ გადადგომის და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებს

გვაქვს მოლოდინი და არ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ გადადგომის და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „საქართველოსთან მიმართებაში „გლობალური ომის პარტიის“ მიზნები კვლავაც არ განელებულა, ისინი ამ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ ეგუებიან, მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს“ […]

პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, რომ გახდეს უფრო მდიდარი ადამიანი და სწორედ ამისთვის სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება

ივანიშვილის მთავარი მიზანი არის, რომ გახდეს უფრო მდიდარი ადამიანი, სხვა მას არაფერი აინტერესებს და სწორედ ამისთვის სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში ყოფნა და ამისთვის იყენებს პარტიას, როგორც ინსტრუმენტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტს იყენებს. „ბიძინა […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ www.mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო მასალების სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე www.mihouse.ge -სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ – ჰუალინგთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს […]