„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს, კერძოდ, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მძღოლები სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღებენ, გარდა ამისა, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან, ხოლო ქარხნული წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე […]

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ შავაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იგი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებში იყო ჩართული და აღნიშნული „არ აპატიეს“. „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა, 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა […]

დავით თევზაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში უკვე მოიქციეს და ახლა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც უნდათ – კობახიძეს ხელს აღარავინ ართმევს, რადგან მატყუარაა, უღირსი ქმედებებით გამორჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში უკვე მოიქციეს და ახლა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც უნდათ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი კობახიძისთვის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორებმა მკაფიო ნაბიჯი და პოზიცია დააფიქსირეს. „ჩვენ ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ. ამაზე დიდი, მკაფიო ნაბიჯი, როგორიც ვიზიტის გაუქმებაა, ჩვენი პარტნიორების […]

გია ჯაფარიძე – კობახიძის გაეროში გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, ახლა გაგრძელდა გაეროში და არ ვიცი, კიდევ სად გაგრძელდება

ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, ახლა გაგრძელდა გაეროში და არ ვიცი, კიდევ სად გაგრძელდება – ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმიტომ, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს!- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაეროს სესიის მაღალი […]

პრემიერი – ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს

თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშირებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმების რეალიზების საშუალებას ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს.

ლევან მგალობლიშვილი – ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება

ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. “ქართული ოცნება” კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა გმირთა მემორიალთან განაცხადა. ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, სადაც ლევან […]

იქნება ოსიმენის დიდი დაბრუნება იტალიაში? – რას ამბობენ “იუვენტუსში” ვლაჰოვიჩის გაყიდვასა და ნიგერიელის შესაძლო დამატებაზე

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ “იუვენტუსს” “ნაპოლის” საკუთრებაში და “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს. იტალიური პრესა გვამცნობს იმასაც, რომ თუ “ვეკია სინიორამ” ეს ყოველივე მოინდომა, მაშინ დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაასხვისოს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი “ნაპოლის” ყოფილმა და “იუვენტუსის” ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა. “დუშანის გაყიდვა […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ბრალდებული სხდომას დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად, ვიზუალური გამოსახულების გარეშე ერთვება მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. […]

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი – ირაკლი კობახიძე

ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. “მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის […]