27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – პრემიერი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „27 სექტემბერი არის ერთ-ერთი […]

Antonov-მა ახალ Mriya-ზე მუშაობა დააპაუზა

ექსპერტებმა გოსტომელში განადგურებული თვითმფრინავის გადარჩენილი ნაწილების ძებნა დაასრულეს. თუმცა, მათგან ახალი Mriya-ს აღდგენა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. როგორც უკრაინული მედია წერს, Antonov-მა დროებით შეაჩერა მუშაობა ახალ თვითმფრინავ An-225 Mriya-ზე. კომპანიამ დაასრულა გადაუდებელი სამუშაოები და ომის დასრულების შემდეგ გეგმავს კვლავ დაიწყოს თვითმფრინავის აღდგენა. კერძოდ, მუშებმა დაასრულეს განადგურებული Mriya-სდეფექტის აღმოჩენა, რომლის გადადება არ შეიძლებოდა გადარჩენილი ნაწილების შესანარჩუნებლად. ახლა […]

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს არის ფაქტი, რომელიც ვერ აღიარებინეს ევროკავშირს“. აღნიშნული განცხადებით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. „საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული […]

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი დღის პირველ ნახევარში სასიხარულო სიახლეები ძალას და ოპტიმიზმს შეგმატებთ. მოვლენების ცენტრში იტრიალეთ და უსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანებთან რთული საუბრისა და პარტნიორთან საკამათო საკითხების გარკვევისთვის. ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება ყურადღებით უნდა განიხილოთ. საღამოს სხვების საქმეებზე ზრუნვის ნაცვლად, აჯობებს საკუთარი საქმეები […]

ირაკლი კობახიძე – საქართველო, ტურიზმის დარგში მოწინავე ქვეყნებს შორისაა, ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული […]

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა

დღეს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა. მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური […]

მიხეილ სააკაშვილი – სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა. „დღეს არ მომეცა საშუალება თქვენს თვალებში ჩახედვის და […]

ალეკო ელისაშვილი – დღეს ენგურის ხიდთან მოვედით, რომ გავიხსენოთ და თაყვანი ვცეთ დახვრეტილ გმირებს – ჩვენ აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვართ, ბოდიშს იმ ხალხს არ ვუხდით, ვისაც უდანაშაულო ქართველების სისხლში აქვთ ხელი

ჩვენ დღეს ენგურის ხიდთან მოვედით, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები, რათა კიდევ ერთხელ თაყვანი ვცეთ ჩვენს დახვრეტილ გმირებს – ჩვენ აქ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვართ, ბოდიშს იმ ხალხს არ ვუხდით, ვისაც უდანაშაულო ქართველების სისხლში აქვთ ხელი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. […]

თამარ კორძაია – ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი, ტყუილებს ლაპარაკობს – უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

კობახიძე იტყუება, ის არის უღირსი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში შიში დათესოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებში სიბრაზე არის დაგროვილი, რადგან პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას უღირსად ელაპარაკება. „ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს ტყუილებს. რა თქმა უნდა, […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა – ეს გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში და პრაქტიკულად აღიარებაში

ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია – ხელისუფლებას ყველაზე მზაკვრული გეგმები აქვს, მაგრამ მათ გეგმებს აღსრულება არ უწერია! – ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილის აზრით, თუ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება“ დარჩა, ის ომს, ტერორსა და სიკვდილს აუცილებლად შემოიტანს. “რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა – აფხაზეთის დაბრუნების გეგმა არის […]