მდგრადობა, შრომითი რესურსი, დაკავშირებადობა – საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი გლობალური ტურიზმის გამოწვევებზე

საქართველოში როდესაც ტურისტები ჩადიან, ელოდებიან, რომ დასავლურ კულტურას შეხვდებიან, არადა აქ არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი, მათ შორის არაბულის, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ ხათიბმა თბილისში, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმი სწრაფად ვითარდება. „დიდი მადლობა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობისთვის, აი, ამ ძალიან ლამაზ ქალაქში. ჩვენ […]

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი – ირაკლი კობახიძე

ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. „რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, […]

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს, კერძოდ, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მძღოლები სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღებენ, გარდა ამისა, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან, ხოლო ქარხნული წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე […]

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. ხელმოწერის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღებას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად აფასებს. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით […]

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა და უმრავლესობის წევრებმა, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. „სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ქართველების და აფხაზების ერთობლივი ტრაგედია, რომელსაც ათასობით მებრძოლთან […]

კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ში შვილებიც წაიყვანა, თუმცა მათი ბილეთები თვითონ იყიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი არასრულწლოვანი შვილებიც ჰყავდა წაყვანილი. თუმცა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილების ბილეთების ფული თავად გადაიხადა. “ჩემი შვილები იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთან ერთად. ამისათვის მე პირადად შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები. ამის გამო ჩემთვისაც [სახელმწიფო ბიუჯეტიდან] იქნა შეძენილი ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს”, […]

როგორ გამოიყურება ლევანდოვსკი 25 წლის ადამიანივით 36 წლის ასაკში – ფეხბურთელის მეუღლე განმარტავს

“ბარსელონას” ვარსკვლავის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე ანა ლევანდოვსკამ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, თუ რა არის მისი მეუღლის საიდუმლო. მოგეხსენებათ, პოლონელმა წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ლა ლიგის 7 ტურში ამდენივე გოლიც შეაგდო და ტრავმიანობითაც ძალიან ნაკლებად ზიანდება. თავად ფეხბურთელის მეუღლე ნუტრიციოლოგია. მან განაცხადა, რომ რობერტი მუდმივად ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, სწორად […]

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნება – მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნება – მარიამ ქვრივიშვილი „ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა […]

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით მისი მიღება „ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, […]

GM PHARMA-ში თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში ხარისხის რისკის მართვის საერთაშორისო ტრენინგი გაიმართა

ბოლო რამდენიმე წელია, GM PHARMA სტაბილურად აღიარებულია საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც სექტორში ყველაზე მაღალ საშუალო ხელფასს, ასევე სხვა დანახარჯებს დასაქმებულებზე, თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხებისა და სხვადასხვა ბენეფიტების ჩათვლით. კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ GM PHARMA-სთვის კვალიფიციური და მოტივირებული დასაქმებულები ყველაზე დიდი ფასეულობაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა […]