მამუკა ხაზარაძე – არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ახდენენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას, პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალების გზით – მათ ეს არ გამოუვათ

არჩევნები პირდაპირ არის გაჟღენთილი „კაგებეში“ დაწერილი სცენარით – ეს არის სცენარი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ახდენენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80 %-ის ანექსიას, პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალების გზით – მათ ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი ბანერები რუსული პოლიტიკის განსახიერებაა და მოქალაქეებს მოუწოდა, […]
აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებულ შტატებს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „ჰელენი“ დაარტყდა თავს, რომელსაც, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ფლორიდაში, სადაც ქარის სიჩქარემ 225 კ/სთ-ს მიღწია, საგზაო ნიშნის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ჯორჯიის შტატში კი სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ფლორიდაში 1.3 მილიონზე მეტი სახლი და ორგანიზაცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ელექტროენერგიის შეწოდება შეუწყდა 460 000 აბონენტს […]
თინა ბოკუჩავა – რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა მიხელ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს, ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას

რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა მიხელ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს, ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას, – ამის შესახებ „ერთიანი – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას გადაარჩენს და „სიღატაკეს იზოლაციაში უარს ეტყვის“. „რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ […]
მარიამ ქვრივიშვილი – დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ტურიზმის სფეროსთვის

ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა […]
ბექა ბასილაიამ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განმარტებით, მართალია, ახლა სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლების საკითხი არ წყდებოდა, თუმცა ნებისმიერი დრო, რასაც ყოფილი პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ატარებს, არაკონსტიტუციურია. ადვოკატი ასაბუთებდა, რომ იმის […]
თინა ბოკუჩავა – მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის, სიმართლის და ისტორიის სწორ მხარეს, „ქართული ოცნება“ კი ხალხს მოუწოდებს, მათ შორის ამ ბანერებით, რომ აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული

მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის, სიმართლის და ისტორიის სწორ მხარეს, „ქართული ოცნება“ კი ხალხს მოუწოდებს, მათ შორის ამ ბანერებით, რომ აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, ევროპაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ პერსპექტივაზე. „მთელი თავისუფალი სამყარო დგას […]
მიხეილ სააკაშვილი – მიხარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოლომდე გააცნობიერა, ვისთან აქვს საქმე – ეს სამარცხვინო ვიზიტი, რაც ე.წ. პრემიერმა „ჭამა“ გაეროში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში

მიხარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოლომდე გააცნობიერა, ვისთან აქვს საქმე, იმიტომ, რომ ეს სამარცხვინო ვიზიტი, რაც ე.წ. პრემიერმა “ჭამა“ გაეროში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა რეჟიმი იშლება და მშვიდობა ერთი ხელის გაწვდენაზეა, რადგან ერთი ხელის გაწვდენაზეა ევროკავშირი. „მე ძალიან იმედით ვარ განწყობილი. […]
პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული ელოდება. “საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას […]
ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად, საბჭომ ილიაუნის ავტორიზაცია მონიტორინგით მიანიჭა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა. ამაზე ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად მიიღო. ის განმარტავს, რომ საბჭოზე განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნაზე კითხვები დაისვა, თუმცა არ გამოვლინდა დამატებითი გარემოება ან დარღვევა, რის საფუძველზეც საბჭოს ექსპერტთა შეფასების შეცვლა […]
ახალი ამბები გიორგი ვაშაძე: ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ

უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას, ძალიან ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების” მიერ პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 […]