ბათუმში, საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო ჩხუბის ნიადაგზე, მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” […]
აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ

პოლიტიკოსი აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ. როგორც იმამკულიევი „ფეისბუქზე“ წერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ სიაში მისი სახელი და გვარი ისე ჩაწერა, რომ მისგან თანხმობა არ მიუღია. „აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი […]
სანდრო რაქვიაშვილი „ქართული ოცნების“ ბანერზე – ამ პლაკატებით „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა

ამ პლაკატებით „ქართული ოცნება“, უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობის” შედარება უნდოდათ, მათი დროინდელი კადრები უნდა აეღოთ წარსულიდან. რაქვიაშვილის განმარტებით, ამას გაუგებდა მოსახლეობა, რადგან “ნაცების” ლანძღვა “ქართული ოცნებისთვის” ახალი არ არის. “ამ პლაკატებით “ქართული ოცნება” უბრალოდ, ადამიანობაში ჩაიჭრა. […]
რომის პაპმა ბელგიაში სტუმრობისას შენდობა ითხოვა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ ბელგიაში სტუმრობისას შენდობა სთხოვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს. ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა ბოროტებაა, რისთვისაც ეკლესიას უნდა რცხვენოდეს, თქვა პაპმა სამეფო სასახლეში გამოსვლისას ლეკენში – ბრიუსელთან. მან ასევე დაგმო დაუქორწინებელი ქალების შვილების იძულებით გაშვილება, რაც ბელგიაში 80-იან წლებამდე ხდებოდა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა, ეკლესიამ უნდა გადადგას ნაბიჯები, […]
სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დასაბრუნებლად მზადაა

სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დასაბრუნებლად მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მზადყოფნა გამოთქვა, “წითელი ეშმაკების” დამრიგებელი კიდევ ერთხელ გახდეს. მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, “ოლდ ტრაფორდზე” ამჟამინდელ მენეჯერ ერიკ ტენ ჰაგს სკამი გვარიანად აქვს შერყეული. “თუ ოჯახი გეძახის, კვირის ყოველივე დღეს თანხმობა უნდა განაცხადო. არასწორად მეჩვენება საუბარი სამუშაოზე, რომელიც სხვა ადამიანებს […]
„ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან“ – PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის მოსწავლეს

„ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი შეფასების სკალაზეც ვერ ხვდებიან“ – PISA-ს მეცნიერების ტესტში საქართველოში საშუალო მოსწავლე 97 ქულით ჩამორჩება ევროკავშირის მოსწავლეს PISA-ს ტესტები სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია, იგი ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD )“ -ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ნაწილია. OECD 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნას და უნარებს ზომავს. […]
რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს – ირაკლი კობახიძე

რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს – ირაკლი კობახიძე გაეროში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. „საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს […]
გაეროში ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინ ისრაელი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაეროში გამოსვლის წინ, ისრაელმა უარყო თავისი მოკავშირეების მოწოდება ცეცხლის 21 დღით შეწყვეტაზე და პირობა დადო, რომ ჰეზბოლასთან (ჰეზბოლას აშშ ტერორისტულ ორგანიზაციამ მიიჩნევს) ბრძოლას „გამარჯვებამდე“ გააგრძელებს. ისრაელის არმიის მიერ ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას, რაც ისრაელის თანახმად, ჰეზბოლასთან ბრძოლის მიზნით ხდება, ემსხვერპლა ასობით ადამიანი, ათიათასობით პირმა დატოვა საცხოვრებელი. ჰეზბოლამ საპასუხო დარტყმები განახორციელა. აშშ-მა, საფრანგეთმა და […]
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს

2024 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან შეიკრიბნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გმირების […]
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 4 ლოკაციაზე შეეძლებათ. „ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე […]