10 ოქტომბერს ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება

10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. განხილვა ბერლინის დროით 16:10-ზეა ჩანიშნული. ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვა სამთავრობო ფრაქციების მიერაა ინიცირებული. ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.
დანიამ კოსოვოში ციხის საკნები იქირავა და იქ 300 პატიმარს გაგზავნის

დანიამ კოსოვოში ციხის საკნები იქირავა და იქ 300 პატიმარს გაგზავნის დანიის იუსტიციის მინისტრმა კოსოვოში ციხე მოინახულა, სადაც დანიაში მსჯავრდებული 300 უცხოელი იქნება განთავსებული. დანიის იუსტიციის მინისტრი პიტერ ჰუმელგარდი ეწვია ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კოსოვოში, სადაც ასობით პატიმარს გაგზავნიან დანიიდან, რათა შეამცირონ ტვირთი ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემაზე. პრესასთან საუბრისას თავის კოსოვოელ კოლეგასთან ალბულენა ალბულენა ჰაჯიუსთან ერთად, ჰუმელგარდმა შეაქო კოპენჰაგენსა […]
„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე „დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ 25 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – […]
CNN: ჰეზბოლას პეიჯერებში დანაღმული იყო ლითიუმის ბატარეები

ლიბანში მოქმედი სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას პეიჯერებში, რომლებიც აფეთქდა სექტემბრის შუა რიცხვებში, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო კვების ბლოკში, ბატარეებში. ამის შესახებ იტყობინება ტელეარხი CNN-ი, რომელიც ლიბანის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ორ პირს იმოწმებს. CNN-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ნაღმი ბატარეებში ისეთი რთული მეთოდით იყო დამალული, რომ მისი აღმოჩენა ძნელი იყო. მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის შემოწმება […]
“კონცერტის შემდეგ “ქოცნებამ” წალენჯიხა ასე დატოვა – ნუთუ ეს ვანდალიზმი ვერავინ ნახა?!” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია: “ქოცნების” კონცერტის შემდეგ “ქოცნებამ” წალენჯიხა ასე დატოვა. “ჩვენს შემდეგ კი, თუნდაც ქვას უთოვიაო” ლამის ღიად აცხადებდნენ. ამ ფლანგზე და არა მარტო ამ ფლანგზე პედაგოგები იდგნენ. ნუთუ ეს ვანდალიზმი ვერავინ ნახა?! წალენჯიხა 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გაგცემთ. თქვენი ლაიტმოტივი მხოლოდ განადგურება და სხვადასხვა რაიონიდან “მასოვკისთვის” ხალხის “ჩამორეკაა”, თუმცა ისიც ვერ […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი და სახელოვანი კურსდამთავრებულის, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის […]
გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ბანერებზე – ძალიან კარგად იციან რადიკალებმა, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცის საზოგადოების ნაწილმა, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს

ძალიან კარგად იციან რადიკალებმა ის, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იცის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა უკვე 12 წლის განმავლობაში, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებულ […]
„Aptamind Partners“-ის აღმასრულებელი დირექტორი – ტურიზმი არის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელს მოდერატორობა „Aptamind Partners”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა არადანა ჰოვალამ გაუწია. მან ყურადღება ქვეყნების რეფორმირების პროცესში ადამიანების ჩართულობასა და ტურიზმის როლზე გაამახვილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. არადანა ჰოვალას თქმით, ტურიზმი ფერადი და მრავალფეროვანი სამყაროს ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. „ვფიქრობ, რომ ტურიზმი ფერადი და […]
უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში – აზიზ აბდუჰაკიმოვი

უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი ამბობს, რომ უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში. მან ამის შესახებ ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და […]
ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან: · „საქართველო“ · „გახარია საქართველოსთვის“ · „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ · საქართველოს ლეიბორისტული პარტია · საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია · „მემარცხენე ალიანსი“ · თავისუფალი საქართველო · ტრიბუნა · „შეცვალე საქართველო“ · „ჩვენ“ · ქართველ ერთობა · […]