საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აღნიშნული მსოფლიო ფორუმი ჩატარდება, […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, აბაშიძის ქუჩის N 22-24-ის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო მოქალაქეთა საჭიროებებს, ზუკა რურუამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. „ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და დიდი პატივია, რომ წარმოვადგენ იმ უბანს, სადაც გავიზარდე. გულწრფელი მადლობა გადავუხადე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის […]

კახა კალაძე – ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს – რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?!

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს. ვინ უნდა დააკვირდეს არჩევნებს – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” „შპანა” უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი. ხომ წარმოუდგენელია? – რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა “ნაცმა”?! – ასე პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ცესკოში არჩევნებზე […]

საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების […]

ბორჯომის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ოთარ არბოლიშვილის თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში „27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე […]

ლევან მგალობლიშვილმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ეროვნული გმირის საფლავზე ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო […]

კახა კალაძე – ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ

ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას. მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება. „ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი – მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, […]

“ლევერკუზენთან” მატჩში “ბაიერნს” შესაძლოა, ნოიერი დაუბრუნდეს

Kkicker-ის ინფორმაციით, “ლევერკუზენთან” უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის “ბაიერნს” შესაძლოა, გუნდის ძირითადი კიპერი მანუელ ნოიერი დაუბრუნდეს. 38 წლის გერმანელი ბარძაყის კუნთის გამო უქმობდა, რის გამოც “რეკორდმაისტერის” 2 მატჩი გამოტოვა, მაგრამ გუშინ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა და ბუნდესლიგის შემდეგ ტურში მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება. შეხსენებისთვის, “ბაიერნისა” და “ლევერკუზენის” შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენები იგეგმება

საქართველო – სეიშელის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების დაწყება იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოეწერა. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“,- ნათქვამია განკარგულებაში.

ნეთანიაჰუ: ისრაელი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ლიბანის გარშემო

ისრაელი გააგრძელებს ლიბანის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას მომდევნო დღეებში, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 27 სექტემბერს. მანამდე ის ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაცია მხოლოდ გაართულებდა ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის სახლში დაბრუნებას. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე უარყო გლობალური მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტაზე ჰეზბოლასთან, რომელიც შედგება ორი, პოლიტიკური და სამხედრო ფრთისგან […]