ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის ოფისში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები მიტოვებული ჰყავს. „სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს ჩვენი დევნილები და განსაკუთრებით გალში მცხოვრები ადამიანები. […]
კახა კალაძე – იმისთვის აგვირჩია მოსახლეობამ, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს

მოსახლეობამ იმისთვის აგვირჩია, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა საერთაშორისო ორგანიზაცია Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ხოტბის შესხმა არაგულწრფელია. „ხალხი ყველაფერს ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერი ცხადი და ნათელია. როგორ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
“ბორდოში” სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს” – ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში

35 წლის ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა ენდი ქეროლმა განმარტა, რატომ გადავიდა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მე-4 ლიგაში დაქვეითებულ “ბორდოში”, სადაც შარშან ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობდა. მოგეხსენებათ, ჟირონდელები ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს, მაგრამ ვეტერანი ფორვარდის ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოგნა. RMC Sport-თან ინტერვიუში ქეროლი ჰყვება, რომ მისთვის ფული მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მხოლოდ ფეხბურთის თამაში უყვარს. მისივე თქმით, “ბორდოში” […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო). ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა „ჰეშ ბანკის“ სალიცენზიო პირობები შეცვალა და მას საბანკო საქმიანობის დაწყების უფლება მისცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული „ჰეშ ბანკის“ სალიცენზიო პირობებში ცვლილებები შეიტანა – ამის შესახებ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ეროვნულმა ბანკმა “ჰეშ ბანკზე” ლიცენზია 2023 წლის 3 ნოემბერს გასცა, მაშინ ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის, თუმცა სებ-ის 29 მაისის განკარგულებით ბანკის სატესტო ოპერირების პერიოდი კიდევ 10 თვით გახანგრძლივდა, მაგრამ 25 სექტემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით, „ჰეშ […]
საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა

კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების საკითხის განსახილველად. „არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას […]
საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა

თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია, მათ შორის: ესპანეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, ინდონეზიიდან, საუდის […]
კახა კალაძე – ვინც არ უნდა იყოს, გინდა ამერიკელი, ევროპელი, რუსი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგება და სურვილი აქვს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია

არ ვიცი, ბრეჟნევს რა იდეოლოგია აქვს, ეტყობა, თქვენ კარგად იცნობდით ბრეჟნევს და მის იდეოლოგიას, ეტყობა, მოგწონთ და ატარებთ, რადგან ეძიებით და იცით, რა იყო მისი იდეოლოგია, მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “საარჩევნო ბანერები, რომელიც თბილისში გამოჩნდა საბჭოთა კავშირში, წინასაარჩევნო პერიოდში ბრეჟნევის იდეოლოგიით იყო […]
ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია და პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია. ესენი არიან: 1. „საქართველო“ 2. […]