ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა. შეხვედრა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის მიმართულებით. […]

სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს ბერლინში ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება. როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ x-ზე წერს, 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

საკოორდინაციო მექანიზმი შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნას აგრძელებს

27 სექტემბერს, ერგნეთში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მეოცე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებითა […]

აგვისტოში სუეცის არხში ტანკერების მოძრაობა თითქმის განახევრდა

2024 წლის აგვისტოში სუეცის არხზე გამავალი გემების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტის გამო. VesselsValue-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სატვირთო გემების მოძრაობა შემცირდა 39%-ით, ხოლო ტანკერების მოძრაობა თითქმის 50%-ით. ამრიგად, 2024 წლის აგვისტოში არხზე გაიარა 427 სატვირთო გემმა 27,9 მილიონი ტონა დედვეიტი რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2023 წლის აგვისტოს დონეს […]

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიაში, რადიკალური ოპოზიციის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, დაახლოებით 26 ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია რადიკალურ ოპოზიციასთან, დანარჩენები კი ღიად ეწევიან ხელისუფლების დისკრედიტაციას და ანტისახელისუფლებო კამპანიებში იღებენ მონაწილეობას. […]

“გასწევს გვერდზე ხვიჩას “ვიცე-კვარაცხელია” ნგონჟი?” – იტალიური მედია

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ გაანადგურა და დეკემბერში მერვედფინალში „ლაციოს“ შეხვდება. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუშინდელ მატჩში სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და 24 წლის სირილ ნგონჟიმ ბოძებული შანსი შესანიშნავად გამოიყენა. მან დუბლი შეასრულა და იტალიური მედიისგან შექება დაიმსახურა. „კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავად მოისურვა 2023 […]

“ივანიშვილი პანიკაშია, ჩემი ფასი კარგად იცის” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხი “ქართულ ოცნებას” – თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია მმართველი პარტიის დეპუტატებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში. ეტყობა ვიღაცამ უთხრა და იქ იყო ტექსტი, რომ მაგას მიხედეთ ერთი, მასზე რამე ილაპარაკეთ. ჩვენ ბოლოს გავიარეთ საარჩევნო რეგისტრაცია. როგორც ჩანს, არ ელოდებოდნენ. ახლა როდესაც […]

ვინ მიიჩნევა ოჯახის წევრად და რა გავლენა აქვს ამას ქონების გადასახადზე?

ოჯახის წევრის შემოსავალმა შესაძლოა შენს ფინანსურ ვალდებულებებზე გავლენა მოახდინოს. კანონის თანახმად, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, ქონების მესაკუთრეს ქონების გადასახადის დაფარვის ვალდებულება ეკისრება. კანონის ნორმა ზოგ შემთხვევაში უსამართლობის განცდას ტოვებს. მაგალითად, შენ ხარ უმუშევარი, თუმცა შენს სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება ან ავტომობილი. შენს მეუღლეს კი წლის განმავლობაში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი […]

რა საკითხები განიხილა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე?

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს აჰმედ ალ ხატეებს შეხვდა, რომელიც საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას საუდის არაბეთთან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, […]

ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, შეაფასა. გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში. „ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. […]