აშშ-ის დაზვერვა უკრაინისათვის რუსეთის სიღრმეში იერიშების უფლებას სახიფათოდ მიიჩნევს – NYT

ამერიკის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მკაცრ საპასუხო ზომას მიმართავს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები უფლებას მისცემენ უკრაინას, განახორციელოს დასავლეთის იარაღით დარტყმები რუსეთის სიღრმეში. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით. აშშ-ის დაზვერვის შეფასებაში აღწერილია რამდენიმე შესაძლო საპასუხო ზომა რუსეთის მხრიდან: ევროპაში დივერსიული აქტების ორგანიზებით, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით დაწყებული და ამერიკულ და […]

ნიუ-იორკში დაიწყო ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა

ნიუ-იორკში დაიწყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ოფიციალური შეხვედრის დაწყების წინ, ზელენსკის გვერდით მდგომმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის დასრულებისთვის იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. “ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს (ზელენსკისთან) და მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, […]

“სტუდენტებს ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ უნივერსიტეტებს ხურავენ” – ნინო კალანდაძე

სტუდენტებს და მათ მშობლებს ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ უნივერსიტეტებს ხურავენ. არა, არ არის ეს კაგებეს ფილიალი. ფინური მოდელია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან). გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და […]

ლევან მგალობლიშვილმა ეროვნული გმირებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი – საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ

საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ: ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სრულდება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რითაც შუა დერეფნის საშუალებით, ძლიერდება დაკავშირების შესაძლებლობა, ვითარდება ადამიანური კაპიტალი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-9 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე, სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდში, […]

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვეტერანებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დელეგატმა სამგორის რაიონში ვარლამ ლიპარტელიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა ვარკეთილში ე.წ. სამხედრო დასახლებაში არსებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირებს. ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა ვეტერანებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დადეს სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის და აღნიშნა, […]

“ქართული ოცნების” დაკვეთით, უნივერსიტეტმა აღარ გამიგრძელა ხელშეკრულება” – გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით?

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრის და დოქტორის ხარისხი მქონე, ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე გაათავისუფლა. როლანდ შავაძე თვლის, რომ გათავისუფლებას პოლიტიკური მიზეზი აქვს,. დღეს, “ძლიერი საქართველოს” ლიდერების, როლანდ შავაძის და გენო თებიძის, ბრიფინგისას, როლან შავაძემ, თქვა: “გამომდინარე იქიდან, რომ მე რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული საპროტესტო აქციებში, “ქართული ოცნების” დაკვეთით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღარ გამიგრძელა […]

“არჩევნებზე 5% ბარიერს, ჩემი აზრით, 5 პოლიტიკური ორგანიზაცია გადალახავს” – ზვიად ტომარაძე

საპარლამენტო არჩევნებზე 5% ბარიერს ჩემი აზრით 5 პოლიტიკური ორგანიზაცია (კოალიცია) გადალახავს: ოცნება 44% ნაციონალური მოძრაობა 18% ლელო 8% ახალი 7% გირჩი 5% გახარია 5% დაწერეთ თქვენი ვერსია კორექტულად, შეურაცხმყოფელი კომენტარების გარეშე!

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. არქიტექტურის ბიენალე გაერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემაადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა, განსაკუთრებული აქცენტით წყლის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. „ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა […]