ძველის რესტავრაცია, თუ ახლის ყიდვა – რა შემთხვევაში იხდი ორმაგს?

მოგწონს ავეჯი, რომელიც გაქვს, მაგრამ დაძველდა? საღებავი აექერცლა? დაზიანდა? გენანება გადასაგდებად, იმიტომ, რომ ძვირადღირებულია? პირველ რიგში, მოდი, ვთქვათ, როგორ უნდა მიხვდე, რომ ავეჯი ძვირადღირებულია ნამდვილად და მეტი არ გადაიხადე ყიდვისას. ლამაზი ზედაპირი ბევრს არაფერს ნიშნავს, გადმოაბრუნა, უკანა მხრიდან დააკვირდი, ნახე, ბაზა რისგანაა დამზადებული, შემთხვევით, იაფიანი მასალისგან, ხომ არა? მაგალითად, ყველაზე იაფიანი ე.წ. დეესპეს, ანუ, ქართულად […]

გიორგი გახარია – პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ – უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში […]

გიორგი გახარია მიხეილ დაუშვილზე – მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას – მას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია ახლა, საარჩევნოდ

მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ დეპუტატ მიხეილ დაუშვილის საარჩევნო სიაში არყოფნაზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ დაუშვილს საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან დიდი ფუნქცია ექნება. „მიშა დაუშვილი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. მე მიშა გავიცანი 8 […]

ვიდეო თამაშების შემქმნელი Ubisoft-ის აქციები 10-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ფრანგულმა ვიდეო თამაშების შემქმნელმა Ubisoft Entertainment-მა შეამცირა თავისი პროგნოზები მიმდინარე ფისკალური წლისთვის, რომელიც მთავრდება 2025 წლის მარტში, Assassin’s Creed Shadows-ის დაგვიანებული გამოშვებისა და Star Wars Outlaws-ის სუსტი გაყიდვების გამო. კომპანიის აქციები ხუთშაბათს ვაჭრობაში თითქმის 21%-ით დაეცა და ვაჭრობას 10 წლის მინიმუმზე ახორციელებს. Ubisoft-ის კაპიტალიზაცია ამ წლის დასაწყისიდან 60%-ით დაეცა. Ubisoft-მა განაცხადა, რომ დაზუსტებული საოპერაციო მოგება […]

Destination DEFENDER | ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით საქართველოში კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური გაიმართა

ჯი-თი მოტორსმა DEFENDER-ის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური ჯავახეთში გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა DEFENDER-მა მიიღო. ამ მასშტაბური და თავგადასავლებით სავსე დღეების მთავარი მიზანი, ავტომობილის სრული პოტენციალის აღმოჩენა, ჯავახეთის ბუნების გაცნობა და DEFENDER Community-ს გაფართოება იყო. ფარავნის ტბაზე მოეწყო სპეციალურად ჭაობში შემუშავებული off-road აქტივობა და ჯავახეთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი შტრიხებით შექმნილი პიკნიკი, რომელიც სრულიად იზიარებდა […]

„თუ ადრე რუსი გიდების პრობლემა იყო, ბოლო 2 წელია ინდუსები, ჩინელები, არაბები და პოლონელები მომრავლდნენ. თუ ასე გაგრძელდა, მინიმუმ ბაზრის ნახევარს უცხოელები დაიკავებენ“

„თუ ადრე რუსი გიდების პრობლემა იყო, ბოლო 2 წელია ინდუსები, ჩინელები, არაბები და პოლონელები მომრავლდნენ. თუ ასე გაგრძელდა, მინიმუმ ბაზრის ნახევარს უცხოელები დაიკავებენ“ ბოლო პერიოდში, საქართველოში ტურიზმის სექტორში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები მომრავლდნენ. როგორც BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ქართველმა გიდმა, ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა, ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, ბაზრის წილის მინიმუმ ნახევარს უცხოელი გიდები დაიკავებენ. მისივე […]

„იას მეღვინეობა“ ინგლისის და აშშ-ის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

„იას მეღვინეობა“ ინგლისის და აშშ-ის ბაზარზე გასასვლელად ემზადება “იას მეღვინეობა” ინგლისის და აშშ-ის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა და დირექტორმა ია იმერლიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, აღნიშნულ მიმართულებებზე, პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო მიმართულებებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. “წელს კარგი მოსავალი გვაქვს და მოგვეცა საშუალება […]

დუბაიში, ქართული კომპანია Invest in Georgia იწყებს ოპერირებას – რა მიზანი ექნება მას?

დუბაიში კომპანია Invest in Georgia-ს შოუ-რუმი დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თემო მიქელაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ და საამიროებში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება პროცესში შუამავლობა გაუწიოს. როგორც ის ამბობს, Invest in Georgia-ს შოუ-რუმში, რომელიც დუბაის ცენტრში იხსნება, წარმოდგენილი იქნება ქართული დეველოპერული კომპანიები. „დუბაიში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში […]

რომან გოცირიძე – კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული – ოთხი ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს

შემეძლო შევსულიყავი იმ პარტიაში, რომლის იდეოლოგია უფრო ახლოს იქნებოდა ჩემს შეხედულებებთან, მაგრამ ეს ხელს შემიშლიდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში და დამოუკიდებელ საქმიანობაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის კვლავინდებურად აქტიური იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მხარში დაუდგება ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე. […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე წელს აქ აღინიშნება

ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიც არის, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე წელს აქ აღინიშნება. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის მნიშვნელობას, იკრიბებიან სექტორის ლიდერები, ტურიზმის ექსპერტები, ინდუსტრიის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ტურიზმის დარგში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა […]