30 სექტემბერს ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება

30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება. იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ავრცელებს.
“ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა: “ვამბობდი, რომ ბელარუსზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომი იქნება. მადლობა, პუტინმა ეს გუშინ დაადასტურა, როცა ბირთვულ დოქტრინაში შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსზე თავდასხმის დროს ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი ამისთვის მზად […]
“პროტესტისთვისაც დიდებული ლოკაცია ჩნდება” – ხერხეულიძე

ილიაუნის ბედი ზუსტად ისე გადაწყდება,როგორც ერთ დროს აგრარულის. პროტესტისთვისაც დიდებული ლოკაცია ჩნდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან). გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა […]
სამი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად

მაშველებმა მამაკაცისა და ქალის ცხედრები იპოვეს ქალაქ კრივოი როგის ადმინისტრაციული შენობის ნანგრევების ქვეშ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 სექტემბერს მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ამ და სხვა ქალაქებზე. “ქალაქზე რუსების მიერ დილას განხორციელებული სარაკეტო შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა”, – დაწერა ტელეგრამის არხში დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. რუსული რაკეტა რაიონული პოლიციის სამმართველოს […]
ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში ინვესტირებისთვის საჭირო ორ ძირითად საკითხზე ისაუბრა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, ინვესტირების გზამკვლევის შემუშავების პროცესზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა და მის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში”. მისი განმარტებით, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ინვესტიციების დეპარტამენტი შექმნა, შესაბამისად, გადაწყდა იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურდათ. ზურაბ პოლოლიკაშვილის […]
“ვალენსია” განადგურების პირას მიიყვანა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი” – პიტერ ლიმს უჩივლეს

El Diario-ს ცნობით, “ვალენსიას” მფლობელის, პიტერ ლიმის მიმართ ესპანეთში შესაძლო თაღლითობის გამო გამოძიება დაიწყო. სინგაპურელ მილიარდერს დოკუმენტების გაყალბებაში და კლუბიდან თავისი კომპანიების ანგარიშებზე 22.3 მილიონი ევროს უკანონოდ გადარიცხვაში ადანაშაულებენ და ეს მაშინ, როდესაც კლუბში არავითარ ინვესტიციას არ ახორციელებს – პირიქით, ყოველ წელს ფეხბურთელებს ყიდის, გუნდის შემადგენლობა მუდმივად იცვლება და სავალალო მდგომარეობაშია. გამოძიება კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, […]
„ღრუბლოვან ტექნოლოგიებს გამრღვევი ინოვაციის როლი აქვს ჩვენს ფინტექ სტრატეგიაში“ – ვარლამ ებანოიძე

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო ახლად შექმნილი კომპანიის Data Center Solutions-ის პრეზენტაციაში. DCS-ის სერვისები ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ეკონომიკის წარმატებით ათვისებასა და განვითარებაში. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ღრუბლოვან ტექნოლოგიებს“ ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგიაში გარდამტეხი როლი […]
საქართველოსა და უზბეკეთის ტურიზმის უწყებებმა თანამშრომლობის პროგრამის დაწყებას მოაწერეს ხელი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა. შეხვედრა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველა მზარდ ტურისტულ […]
საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ – ლაშა ხუციშვილი

საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ: ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სრულდება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რითაც შუა დერეფნის საშუალებით, ძლიერდება დაკავშირების შესაძლებლობა, ვითარდება ადამიანური კაპიტალი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-9 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე, სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, […]
რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს უკრაინაში 48,2 მილიონი დოლარის ქონება ჩამოერთვა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (HACC) გადაწყვიტა რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის აქტივების კონფისკაცია (48,2 მილიონი დოლარი) მოახდინოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ინა ბოგატიხმა განაცხადა. სახელმწიფო შემოსავლის სახით შეგროვდა 160 ათას ტონაზე მეტი რკინის საბადო, რომლის ღირებულება უკრაინის ხელისუფლებამ 48,2 მილიონ დოლარად შეაფასა, ისევე როგორც „პეტერ-სერვის უკრაინის“ საწესდებო კაპიტალის 100%. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის IT […]