ზურაბიშვილი: იგივე მეთოდები, სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა აფხაზეთში, რაც ბუჩაში, უკრაინაში

ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, რადგან დღევანდელი დღე სოხუმის დაცემის დღეა. ის, რომ დღეს შევიკრიბეთ პარიზში, ევროპის დედაქალაქში და თან შეგვკრიბა ევროპის მინისტრმა, (მე კარგი დამთხვევების მჯერა). ეს ნიშნავს, რომ ის გრძელი გზა, რომელიც საქართველომ გაიარა მისი დამოუკიდებლობის დღიდან, რასაც მაშინვე ომი დაუპირისპირდა, რომლის წარმოჩენა სურდათ, რომ თითქოს ეს იყო კონფლიქტი […]
პრეზიდენტი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა 30 წლის პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო

კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, რომ უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ […]
დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11 – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა […]
საბურთალოს ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. პირი, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი – რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული პირველი დარტყმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ. ევაკუაციის დროს კი […]
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის […]
დავით კოდუა და ნინო წილოსანი ზუგდიდელ ახალგაზრდებს და აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ნინო წილოსანთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შევხვდით. ეს დღე ტკივილით სავსეა თითოეული ჩვენგანისთვის, ამ […]
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა, ფაქტს ეხმიანება პრემიერი ირაკლი კობახიძე და მას მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის. “მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, […]
მნიშვნელოვანი დანაკლისია საქართველოს მთავრობისთვის – პრემიერი ამილახვარს ნაყოფიერი სამსახურისთვის მადლობას უხდის

“მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის,” – საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი კობახიძის წერილი გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა და მისი თანამდებობიოდან წასვლა სერიოზული დანაკლისია მთავრობისთვის. “გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, […]
გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პოლიტიკა, ზოგადად, უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გადადგომის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის რჩება პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ წევრი და დარწმუნებულია, […]