„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიას კოალიციის საარჩევნო სტრატეგია გააცნეს. „ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გავაცანით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია და ჩვენი კამპანია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე თუ რას ელოდება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი აპირებს, რომ შეცვალოს მთავრობა, რადგან „ქართული ოცნება“ […]

საბურთალოს ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

პირი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. პირი, რომელმაც მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ომბუდსმენი – ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა – საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით

ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა, საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო […]

გიორგი ამილახვარი – პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება. როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო. „მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ […]

საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“. „ჩვენ […]

“ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს” – “ალ ჰილალის” მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინი “აიაქსიდან” “ალ იტიჰადში” გადასვლის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანამ ნიდერლანდების ნაკრებს უხელმძღვანელებს, ბერგვაინს აღარ გამოიძახებს. აღნიშნულ ამბავს “ალ ჰილალის” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი გამოეხმაურა. “რატომ არ საუბრობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატის ლიგაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია? საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, მას ამგვარი განცხადებების გაკეთების […]

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამი­ლახ­ვარ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი 2023 წლის 20 მარტს და­ი­ნიშ­ნა, ის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი შეც­ვა­ლა.

გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ამილახვარი: • 2018 – 2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა; • 2010 – 2020 წლებში […]

პაროლების დაუცველობის გამო, Meta €91 მილიონით დაჯარიმდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ირლანდიის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ 91 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი მომხმარებელთა პაროლების დაუცველობაა. კონფიდენციალურობის დაცვის ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. გამოძიება 2019 წლის აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Meta-მ ირლანდიის ხელისუფლებას კომპანიის უნებლიე შეცდომაზე აცნობა. როგორც ირკვევა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა სოციალური მედიის მომხმარებლების გარკვეული პაროლები “ჩვეულებრივ ტექსტში” – დაშიფვრის გარეშე – […]

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ის კერძო სექტორში ბრუნდება. “საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა”, – თქვა ამილახვარმა.