სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონი ლარი გენერირდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სწორ სახელფასო პოლიტიკაზე გადავსულიყავით – განათლების ყოფილი მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა. მისივე თქმით, ახალმა სახელფასო პოლიტიკამ, ყველა მასწავლებლის ხელფასი გაზარდა. „ერთ-ერთი, რაც ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე ეს არის მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც სრულიად ახლებურად, სწორი გადანაწილების პრინციპის საფუძველზე, […]
ცესკო მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყვიტოს უწყების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და მას უსაფუძვლოსა და დისკრედიტაციულს უწოდებს. 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ცესკოს-ს 26 სექტემბერის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე“. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც […]
ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი, რომელიც კარიერას “ბარსელონასა” და “რეალში” იწყებდა და მისი სანაკრებო იმედები…

საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაშის გამო ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესია. სამწუხარო იააა, რომ კლუბების დამოკიდებულებაზე ყველაფერი ეს შესაბამისად არ ასახულა. ამისთვის მათი უკეთესი შედეგებია საჭირო. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ ეროვნული გუნდის ახლანდელი თუ მომავალი წევრები კარიერას სწორედ ჩვენს ჩემპიონატში იწყებდნენ. რამდენიმე კარგი მაგალითი მოწმობს, რომ ეროვნულ ლიგაში შესაძლებელია, მაღალი დონის ლეგიონერები გვყავდეს. საქმე […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – სამხრეთ სირიაში „ჰამასის“ ქსელის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

სამხრეთ სირიაში „ჰამასის“ ქსელის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აჰმედ მუჰამედ ფაჰდი, რომელიც გოლანის მაღლობების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებდა, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ფაჰდი უახლოეს მომავალში ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა.
გიორგი ამილახვარი – არცერთი პედაგოგი არ დარჩა სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაზრდია, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი გადადგომის მიზეზი, პირიქით, ბევრი მადლობაც მივიღეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა. მისივე თქმით, ახალმა სახელფასო პოლიტიკამ, ყველა მასწავლებლის ხელფასი გაზარდა. „ერთ-ერთი, რაც ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთე ეს არის მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც სრულიად ახლებურად, სწორი გადანაწილების პრინციპის საფუძველზე, […]
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის […]
ევროკავშირი მგლებზე ნადირობის შეზღუდვას ამსუბუქებს

წლების წინ ევროპაში მგლებს გადაშენება ემუქრებოდათ, მაგრამ მათი დაცვის პროგრამების წყალობით პრობლემა მეტწილად მოგვარდა და კონტინენტზე მგლების რაოდენობაც შესამჩნევად გაიზარდა. ახლა კი, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ არსებული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მნიშვნელოვნად შერბილდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ევროპაში მგლებზე ნადირობისთვის კვოტები დაბრუნდეს. „მგლების პოპულაციის გაფართოება ადამიანის საქმიანობას უშლის ხელს. ეს განსაკუთრებით აზიანებს მეცხოველეობას. […]
მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე აიყვანა. წუხელ, თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის არეში, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად – გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება

ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად – გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პოლიტიკა, ზოგადად, უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გადადგომის შესახებ […]
გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით – ომბუდსმენი

გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით – ომბუდსმენი ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა, საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. […]