მრავალეროვნული სწავლება – ETERNITY 2024 დასრულდა

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. მათივე ცნობით, საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა. „საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და […]
მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო […]
ცესკო მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყვიტოს უწყების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და მას უსაფუძვლოსა და დისკრედიტაციულს უწოდებს. 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ცესკოს-ს 26 სექტემბერის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე“. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც […]
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა […]
სერგო ჩიხლაძე – ამილახვარი ერთადერთი რამით მახსოვს, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვის დაღუპვა მშობლებს რომ დააბრალა – არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს

ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ თანამდებობის […]
მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს

26 ოქტომბერს ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 4 წლის წინ, […]
ნანა ტოხვაძე – უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს – მთავარია, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს

რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური ხელისუფლება განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუკავშირებს: „უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს! რა არ იკადრა, რას არ მოაწერა […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ოთარ შამუგიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა კურსდამთავრებულებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. „მინდა მოგილოცოთ პროგრამაში მონაწილეობა და მადლობა გადაგიხადოთ არჩევანისთვის. ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა, თქვენთან ერთად ათასობით კურსდამთავრებულს აძლევს თეორიული […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში განხორციელებულ საჰაერო იერიშებს დაჯგუფების უფროსი მეთაური, ალი კარაკიც ემსხვერპლა.
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. „საარჩევნოადმინისტრაციამიმართავსპრეზიდენტისადმინისტრაციასსაზოგადოებასგანუმარტოსკანონმდებლობისისკონკრეტულინორმაანპროცედურა, რომელიცდაარღვიაცენტრალურმასაარჩევნოკომისიამსაზღვარგარეთსაარჩევნოუბნებისშექმნისას. დაასახელონარგუმენტები, რომლებზედაყრდნობითაცმიიჩნევენცესკოსგადაწყვეტილებასდისკრიმინაციულად. საარჩევნო ადმინისტრაციამ […]