ჩინეთის ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში მშენებლობის დროს ჩაძირული ჩინეთის უახლესი ბირთვული წყალქვეშა ნავი ჩანს. „ჩინეთის კუთვნილი წყალქვეშა ნავი დაახლოებით მაისიდან ივნისამდე პერიოდში ჩაიძირა. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში ჩანს ამწეები, რომლებიც, but სავარაუდოდ, ჩაძირული წყალქვეშა ნავის ფსკერიდან ამოსაყვანად არის საჭირო“, – აცხადებს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ […]

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა

„ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4, ნამდვილად არა – ნამდვილად არაა ჩვენი საპარლამენტო სია ვინმესი,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ამომრჩეველს მიმართა და თქვა, რომ ვინც არჩევნებზე 4-იანს […]

ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა

ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. უწყების ცნობით, განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება. ნიუ იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 […]

რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში – სტატისტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით 2 374 018 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 3 273 188 უძრავ ნივთზე. რეესტრის სტატისტიკის თანახმად, 819 425 ბინა/საცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია 715 251 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება. ასევე თითქმის 1.2 მლნ. მოქალაქეს 1.3 მლნ.-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აქვს რეგისტრირებული საკუთრება. […]

ლევან მგალობლიშვილი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აზდაკის ბაღის“ – ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აზდაკის ბაღის“ – ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, […]

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე საქართველოში უფასო ვაქცინაციის კამპანიით აღინიშნა

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან. „მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 […]

რა შემოსავალი აქვს ქართულ სატვირთო ავიაკომპანია “იზი ჩარტერს”?

ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია „იზი ჩარტერმა“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ფრენების შესრულებიდან 20.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შემოსავალზე – 66 მილიონ ლარზე სამჯერ ნაკლები იყო. ამასთან, ფინანსური ანგარიშის თანახმად, შემცირდა კომპანიის წმინდა მოგების მაჩვენებელიც, რამაც 670 ათასი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიის მოგება 10.9 მილიონ […]

არგენტინის სტატისტიკის სააგენტო აცხადებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 53%-მდე გაიზარდა

ხუთშაბათს არგენტინის სტატისტიკის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც არგენტინაში, ხავიერ მილეის პრეზიდენტობის პირველი ექვსი თვის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი 41.7%-დან 52.9%-მდე გაიზარდა. მთავრობის აღმოჩენა, რომ მილეის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დამატებით კიდევ 5.2 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ჩავარდა, ულტრა-მემარჯვენე ეკონომისტებისთვის სერიოზული პრობლემაა იმის ფონზეც კი, როცა საერთაშორისო მონეტარული ფონდი, რომლის მიმართაც არგენტინას 43 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ხავიერ […]

მამუკა ხაზარაძე – განათლების მინისტრი გაიქცა – მივმართავ პედაგოგებს, ნუ დაშინდებით!

განათლების მინისტრი გაიქცა, პასუხისმგებლობას გაექცა, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადადგომას. ხაზარაძე პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ. „ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებაზე და განათლების სერიოზულ რეფორმაზე დგას, თუმცა, განათლების რეფორმას ვერცერთი პედაგოგი და მასწავლებელი ვერ ჩაატარებს, რომელიც ადმინისტრაციული […]

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა იყო. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული. შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, რის შედეგადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა. […]