“შავი ლომი” | ლამაზ სტილში “იბერიანსთან”

“შავმა ლომმა” ახალი სეზონის პირველ მატჩში “ავჭალაზე” შეკრებილ მაყურებელს სანახაობრივი რაგბი შესთავაზა და ესპანური “იბერიანსი” მორიგ ჯერზე დაამარცხა – 47:21. მასპინძლები მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, თუმცა ძირითადი აქცენტი ხელით შეტევაზე კეთდებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ხაზი მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ გაიჭრა, მაგრამ ბოლო ოფლოუდისას ბურთი წინ წავიდა და თორნიკე კახოიძის ულამაზესი ლელო გაუქმდა. იყო სხვა არაერთი სწრაფი […]

ეკოაქტივისტებს, რომლებმაც ვან გოგის მზესუმზირებს წვნიანი შეასხეს, პატიმრობა მიუსაჯეს

დაჯგუფება Just Stop Oil-ის სამმა ეკოაქტივისტმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვინსენტ ვან გოგის ნახატს წვნიანი შეასხა. (ეკოაქტივისტებმა პომიდვრის სუპი კვლავ “მზესუმზირებს” შეასხეს, როგორც ეს პლამერმა და ოლანდმა 2022 წელს გააკეთეს. მათ ასევე სხვა ნახატიც დააზიანეს, რომეიც ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმისგან დროებითი გამოფენისთვის ისესხა). მანამდე რამდენიმე საათით ადრე, გაერთიანებულ სამეფოში აქტივისტური დაჯგუფება Just Stop Oil-ის […]

იტალია ითხოვს, ხელახლა განიხილონ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი

იტალიის მთავრობას სურს, ხელახლა განიხილონ 2035 წლისთვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ევროკავშირში გაყიდვის აკრძალვის საკითხი. სწორედ ამ მიზეზით იტალიის მრეწველობის მინისტრი ადოლფო ურსო მოითხოვს, გააქტიურდეს ე.წ. „გადახედვის პუნქტი“ იმ რეგულაციის მიხედვით, რომელიც ასეთი ავტომობილების აკრძალვას ითვალისწინებს. ახლა ევროპული საავტომობილო ბაზრისთვის რთული პერიოდია. აგვისტოში, გასულ წელთან შედარებით, 18 პროცენტით ნაკლები ავტომობილი დარეგისტრირდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიასა და საფრანგეთშია. […]

“მომავალ წელს, გაზაფხულზე საგამოფენო სივრცის დამატებას ვგეგმავთ” – Chanta & co

ბაზარზე ბოლო ორი თვეა ჩანთების ახალი ონლაინ მაღაზია Chantebi & co გამოჩნდა. როგორც ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელმა, ნანიკო მღებრიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მომავალ წელს, გაზაფხულზე საგამოფენო სივრცის დამატებას გეგმავს. Chantebi & co, ჩანთების იმპორტიორი, ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წელს, აგვისტოში გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ჩანთების იმპორტის იდეა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თურქეთში მოგზაურობისას […]

“ვალენსია” “სოსიედადთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა

ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში კუბომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, შეუტიეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, სწრაფი კონტრშეტევებისას კი შეცვლაზე შესული ოსკარსონისგან ორი გოლი მიიღეს და მარცხი განიცადეს. „ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.1 […]

,,დადგა დრო პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალზე ვისაუბროთ“ – რა ვიცით და რა ვერსიებია დიდ სკანდალთან დაკაშირებით

აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალზე წერს პროდიუსერი ბექა მაისურაძე: ,,დადგა დრო პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალზე ვისაუბროთ და ასე თუ ისე ერთად შევკრათ ყველა ამბავი, რაც ახლა, 28 სექტემბრის მონაცემებით ვიცით. პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რომ ამ ამბის გახმაურებიდან მალევე, ნუ როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთის მიყოლებით ერთმანეთზე შემზარავი ამბავი გავრცელდა ყვითელი პრესის თუ […]

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს. ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ 50 და არაუმეტეს […]

საფრანგეთში მერცხლების დაცვის კამპანია აქტიურდება

საფრანგეთის ქალაქ ოშში მერცხლების გადასარჩენი ღონისძიებები დაიგეგმა, რაც გულისხმობს ხელოვნური ბუდეების მონტაჟს. მომავალში კი სამშენებლო ობიექტებზე ფრინველების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის, საფრანგეთში მერცხლებისთვის ზიანის მიყენება მკაცრად ისჯება. სასჯელი გულისხმობს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და 150 ათასი ევროს ჯარიმას. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საფრანგეთში მერცხლების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. გლობალური კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის საქმიანობის გამო, ეს […]

ბაიდენი “სამართლის ზომას” უწოდებს ჰეზბოლას ლიდერის სიკვდილს, გუტერეში “ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი “სამართლის ზომას” მოუტანს ჯგუფის მსხვერპლთ. ნასრალა 27 სექტემბერს, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ […]

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი – რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ

რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა. “უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ. პირველები გაიგებენ, და მხოლოდ შემდეგ იქნება ოფიციალური განცხადება გაკეთებული“, – განაცხადა ნიკიფოროვმა. მისივე თქმით, ამ საკითხზე “ერთმნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ არის, მაგრამ ზელენსკიმ […]