მოსკოვი მზადაა “შეარიგოს საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე განაცხადა: „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ – „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება” და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან … ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან”

,, ცოლი გაგიუპატიურა, დღემდე შენ სახლში ცხოვრობს და მასზე ძალადობს…” – გია ხუხაშვილი

,,მოძალადე შემოგივარდა, გამოგაგდო, ცოლი გაგიუპატიურა, დღემდე შენ სახლში ცხოვრობს და მასზე ძალადობს. ახლა გეუბნება – გეყოფათ ერთმანეთთან ჩხუბი, მოდით ახლა მე შეგარიგებთ…შენც “გამოგიყენებ” და ვიცხოვროთ ასე ბედნიერადო… ჰოდა, ვიღაც შემოჩენილი თავში მუდმივად გიკაკუნებს – “შენი ბრალი იყო ყველაფერი”, უნდა დათანხმდე, ასე აჯობებსო… #რუსეთიგვარიგებს

სერგეი ლავროვი: „მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგებაო“, ხოლო რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. […]

ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპი უკრაინას მხარდაჭერას დაპირდა რუსეთთან ომში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Fox News-სთვის მიცემულ და ეთერში 28 სექტემბერს გასულ ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპისგან მიიღო “ძალიან პირდაპირი ინფორმაცია” – აშშ-ის ექსპრეზიდენტი უკრაინას დაუჭერს მხარს რუსეთთან ომში, თუკი მას ნოემბერში კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ. “არ ვიცი რა იქნება არჩევნების შემდეგ და ვინ იქნება პრეზიდენტი. … მაგრამ დონალდ ტრამპისგან მაქვს ძალიან პირდაპირი ინფორმაცია, რომ ის […]

როგორი შემადგენლობით დაიწყებს “ნაპოლი” “მონცასთან” თამაშს?

დღეს, სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა, ჯერ მიმდინარე ჩემპიონატზე არცერთი მატჩი არ მოუგია, თუმცა სტუმრად მარცხი არ განუცდია. ანტონიო კონტეს გუნდი კი ამ სეზონში წარმატებულად ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ თასზე „პალეროსთან“ შეხვედრაში სათადარიგოებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, მაინც ძირითად შემადგენლობას დააყენებს სასტარტოში. Il Mattino წერს, რომ კონტეს კადრების მხრივ კარგი […]

“ვალენსია” “სოსიედადთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში კუბომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, შეუტიეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, სწრაფი კონტრშეტევებისას კი შეცვლაზე შესული ოსკარსონისგან ორი გოლი მიიღეს და მარცხი განიცადეს. „ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.1 […]

ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, “საქართველოს აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოს აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”. ლავროვი განცხადებაში ქართულ ოცნებას აქებს. “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს”, – თქვა ლავროვმა და დაამატა, რომ “გარკვეული სახის კონტაქტი გარდაუვალია”. “ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ”, […]

პოკერი 20 წუთში – პალმერმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

პრემიერლიგის მეექვსე ტურში „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონი“ 4:2 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა კოულ პალმერმა კი პოკერი შეასრულა. პალმერმა ოთხი გოლი 20-წუთიან ინტერვალში გაიტანა. ის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პოკერის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 6 მატჩში 6 გოლია. „ჩელსი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს სახლში, […]

ჯონი აივი OpenAI-ისთვის მოწყობილობას ქმნის

Apple-ის ლეგენდარული დიზაინერი, ჯონი აივი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ისთვის ახალი თაობის მოწყობილობას ქმნის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უნიკალური ფუნქციონალის საჭიროებებს იქნება მორგებული. კონკრეტულად რა ტიპის მოწყობილობაზე არის საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამ პროექტის არსებობა თავად დიზაინერმა დაადასტურა. ჯონი აივის თქმით, ახალი მოწყობილობის შექმნის საჭიროება გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა წარმოშვა, რომელიც მომხმარებელს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ტრადიციული პროგრამული […]

საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი

2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოსთვის მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი. „წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა […]