რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვაზე პირველები რუსები შეიტყობენ – ოფიციალური კიევი

“რუსები პირველები შეიტყობენ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას შორი მოქმედების იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებართვა მისცეს”, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰიი ნიკიფოროვმა გააკეთა 28 სექტემბერს, უკრაინული ტელემარათონის ეთერში. მისი თქმით, ჯერჯერობით ამ საკითხზე „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“. ნიკიფოროვის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ნებართვის მიღების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ შორი მოქმედების იარაღს სიახლის […]
13 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად

მაჰაჩყალაში, 27 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, – იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, რომლის ცნობითვე, დაშავდა 23 ადამიანი. სავარაუდოდ, დაღუპულთა შორისაა ექვსი და რვა წლის ორი ბავშვი. გარდაცვლილთა სია გამოაქვეყნა Telegram-არხმა Mash Gor. „დაღესტნის ოთხი მკვიდრი დღემდე რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – იტყობინება დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო. რუსეთის […]
საბას ვეღარ აჩერებენ – ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედი” “ფილადელფია უნიონს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თავდაპირველად “ფილადელფია” დაწინაურდა, თუმცა “ატლანტას” ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ თავით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა. საბამ “ატლანტა იუნაიტედის” მაისურით მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია, მისი გუნდი MLS-ის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-11 ადგილს […]
ჯო ბაიდენი – ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის […]
სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი ზმად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით […]
ნიკო ლორთქიფანიძე – უბადლო ნოველისტის დაბადებიდან 144 წელი გავიდა

„ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი მწერალი,“ „თავსაფრიანი დედაკაცის“ ავტორი, უბადლო ნოველისტი, უაღრესად ჰუმანისტური იდეალების გამომხატველი შემოქმედი, ქართული იმპრესიონისტული პროზის ფუძემდებელი, მეოცე საუკუნის ერთ – ერთი ყველაზე დიდი ქართველი პროზაიკოსი – ნიკო ლორთქიფანიძე. 29 სექტემბერი ნიკო ლორთქიფანიძის დაბადების დღეა. ეს კი მისი უკვდავი ნოველაა „იყიდება საქართველო“ რომლის წაკითხვა ნებისმიერ დროსა […]
იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 5 მედალი მოიპოვა

ლეონში (ესპანეთი) იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა, საქართველოს 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 5 მედალი მოიპოვა. შედეგიანად გამოვიდა მარიამ მურღვლიანი (87 კგ). გოგონათა ნაკრების წარმომადგენელმა ატაცში 105 კილოგრამი დაძლია, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა. 125 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში, რაც მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 230 კილოგრამით ბრინჯაოს მედლამდე დაწინაურდა. […]
ჩინეთში, 3600 წლის მუმიებში, კეფირის ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს

ყველის ნარჩენებმა მისი ბაქტერიების ევოლუციის სურათი წარმოაჩინა ისინი მუმიის თავისა და კისრის არეში აღმოაჩინეს. რამდენიმე მუმიის თავსა და კისერზე წასმული თეთრი ნივთიერების ანალიზმა აჩვენა, რომ ის, თავის დროზე, კეფირის ყველი იყო. თავად მუმიები ბრინჯაოს ხანას (3300-დან 3600 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით) მიეკუთვნებიან და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიანის რეგიონში, სიაოჰეს სასაფლაოზეა ნაპოვნი. ეს იდუმალი თეთრი ნივთიერებები მუმიებში […]
მეცნიერები დედამიწის დაცვას არმაგედონის სტილში ცდილობენ

ბირთვულ აფეთქებას შეუძლია, დედამიწა ასტეროიდთან ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან დაიცვას. ჩვენი პლანეტის გადარჩენის ეს მეთოდი, რომლის შესახებაც მეცნიერები ბევრს კამათობენ, ხოლო ჰოლივუდის რეჟისორები დიდი ხანია ოცნებობენ, ამერიკული სახელმწიფო ლაბორატორია „სანდიას“ მკვლევარებმა ექსპერიმენტის დროს გამოსცადეს. სამეცნიერო ჯგუფის აზრით, კატასტროფის თავიდან აცილება ბირთვული აფეთქებით გამოწვეული ძლიერი რადიაციის საშუალებით შეიძლება. ამან შეიძლება საშიში ასტეროიდის ზედაპირი 10 000 გრადუსამდე გაახუროს და […]
ნორვეგია ევროკავშირს თევზჭერის კვოტების გამო უპირისპირდება

„ნორვეგია ევროპის მეგობარია, მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესებიც უნდა გვახსოვდეს“, – განუცხადა ესპანეთის თევზჭერის მინისტრმა, ლუის პლანას პუხადესმა ნორვეგიულ საინფორმაციო სააგენტო NTB-ს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ქვეყნების თევზჭერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნორვეგიასთან ევროკომისიის მოლაპარაკებების დღის წესრიგის განსაზღვრა იყო, რომელიც, ძირითადად, ჩრდილოეთის ზღვასა და შპიცბერგენის არქიპელაგის სანაპიროზე ვირთევზას რეწვის […]