მერაბ დვალიშვილი დღეს საქართველოში ჩამოდის – შეხვედრების განრიგი

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი თბილისში 29 სექტემბერს 17:00 საათზე ჩამოფრინდება. როგორც დვალიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, ამავე დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიის წინ, გულშემატკივრებს შეხვდება. „29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში და შევხვდები ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება. საღამოს 5 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 6 საათზე ფილარმონიასთან შეგხვდებით ყველას. თქვენთან ერთად […]

სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით […]

უკრაინის საგარეო უწყება – იმედგაცრუებული ვართ შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმედგაცრუებულია შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. უკრაინული მხარე გადაწყვეტილებას „გაუგებარს“ უწოდებს. „ჩვენთვის გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილების ლოგიკა, ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის კონფედერაციასთან ერთად, 15-16 ივნისს ბიურგენშტოკში მოვაწყვეთ პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ესწრებოდა ასი ქვეყნისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ აქტიურ […]

“ნაპოლის” მატჩის დღე! მაკტომინეიც და პოლიტანოც – კვირას ბევრი ქართველია…

დღეს, 29 სექტემბერს, ქართველი ლეგიონერების არაერთი საინტერესო მატჩია. “ნაპოლი” იტალიის თასის მერვედფინალში ძალების დაზოგვით გავიდა, სერია “ა”-ს მე-6 ტურში კი “მონცას” უმასპინძლებს – 22:45 საათზე (საქართველოს დრო). ნეაპოლურ კლუბს “მონცასთან” ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი “ნაპოლის” – 2 მოგება და ერთი ფრე. […]

ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე – პროცესის დეტალები

23 სექტემბერს, ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასსა და ადვოკატ პოლ კერესს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავას შეეხება. საოლქო სასამართლოს განჩინებით, კალასის წინააღმდეგ ადრე გაკეთებული განცხადება კერესმა უნდა უარყოს, თუმცა, კალასისთვის მიყენებული მორალური ზიანის (15000 ევრო) ანაზღაურება ადვოკატს აღარ მოეთხოვება. ეს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა […]

ნიუანსები, რომელიც უძრავი ქონების შეძენისას რისკებს აზღვევს – იურისტის განმარტება

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში – ახალი ბინა ნიშნავს ახალ გარემოს და რაც მთავარია, უფრო კომფორტულ, სასიამოვნო სიტუაციაში ცხოვრებას. ასეთ დროს ადამიანი არჩევანის წინაშე დგას: ბინა ახალაშენებულ კორპუსში შეიძინოს თუ ძველში, კორპუსის ბინის ყიდვა სჯობს თუ კერძო სახლის, ბინის ყიდვა მშენებლობის პროცესში უფრო მომგებიანია თუ უკვე დამთავრებულ კორპუსში და ა.შ. შესაბამისად, უძრავი ქონების […]

სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს. მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლუთერები მთავარანგელოზ მიქაელის და ყველა ანგელოზთა დღესასწაულს ზეიმობენ

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მთავარანგელოზ მიქაელის და ყველა ანგელოზთა დღესასწაულს ზეიმობს. მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიასა და მის მრევლს და წარმატებებს უსურვებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თელავში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და 2024 წლის რთვლის მიმდინარეობის შესახებ გასვლითი სხდომა თელავში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომაზე, რომელიც რთვლის საკოორდინაციო შტაბის საკონფერენციო დარბაზში შედგა, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარადგინა. სააგენტოს […]

აშშ-მ შვეიცარიას გლობალური კეთილდღეობის რეიტინგში გადაასწრო

„შვეიცარიელები მდიდრები არიან, მათი საშუალო აქტივები, ერთ სულ მოსახლეზე 241 ათას შვეიცარიულ ფრანკს (284 ათას აშშ დოლარი) შეადგენს, მაგრამ ამერიკელები კიდევ უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ“, – ნათქვამია Global Wealth Report ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სადაზღვევო კომპანია Allianz-ის მიერ არის მომზადებული. კვლევის შედეგები 2023 წლის მონაცემებს შეეხება. Allianz-ის ანგარიშის თანახმად, კვლევაში მონაწილე 60 ქვეყანაში შინამეურნეობების აქტივები, მთლიანობაში, […]