თვითმკვლელობის კაფსულის უნებართვო გამოყენების გამო რამდენიმე პირი დააკავეს

ტყის ქოხში თვითმკვლელობის მიზნით „სარკოს“ კაფსულის გამოყენებისთვის, შვეიცარიის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. თვითმკვლელობის ხელშემწყობი კაფსულა „სარკო“, რომლის ირგვლივაც დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული, პირველად გერმანიის მოსაზღვრე შაფჰაუზენის კანტონში შემავალი მერისჰაუზენის კომუნის ერთ-ერთ ტყეში არსებულ ქოხში გამოიყენეს. აქ ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა, შაფჰაუზენის პოლიციამ კი რამდენიმე პირი დააკავა. შაფჰაუზენის კანტონის პროკურატურამ ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობის წაქეზებასა […]
ლიეტუვაში პოლიციელებსა და მეხანძრეებს, „პრორუსული განწყობების“ გამოხატვისთვის, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ

უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათ ლიეტუველ პოლიციელს, „პრორუსული განწყობის“ გამომხატველი გამოთქმებისთვის, დისციპლინურ პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო ორი მეხანძრე, სოციალურ ქსელებში პრორუსული კომენტარების გამოქვეყნების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია სამშაბათს, 24 სექტემბერს, ვებ-გვერდმა 15min.lt-მ გაავრცელა. პოლიციის დეპარტამენტმა 15min.lt-ს განუცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „პრორუსულ შეხედულებებში“ ეჭვმიტანილ თანამშრომლებთან ცხრა „პრევენციული საუბარი“ ჰქონდა და მათ დიციპლინარული საჯელის […]
რუსების მიერ უკრაინელების მასობრივი წამების ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

გაერო-ს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც უკრაინაში დარღვევებს იძიებს, როგორც ოკუპირებულ, ისე თავად რუსეთის ტერიტორიებზე უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების წამების ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინა. ამის შესახებ ნათქვამია კომისიის ახალ ანგარიშში, რომელიც 23 სექტემბერს გამოქვეყნდა. „წამების ფართო და ყოვლისმომცველი არეალი იმაზე მიუთითებს, რომ დაუსჯელობის პირობებში, წამება გამოიყენებოდა, როგორც ჩვეულებრივი და მისაღები პრაქტიკა“, – აღნიშნულია მოხსენებაში. კომისიის […]
ესტონელ მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოებების გათქმა ედება ბრალად – მიმდინარეობს გამოძიება

ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური (ISS) იძიებს, გაამჟღავნა თუ არა თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა სახელმწიფო საიდუმლოებები ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებილისთვის (Vikerraadio ERR) სექტემბრის თვეში მიცემულ ინტერვიუში. თავად პევკური საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. არაოფიციალური ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოების სამსახურში განცხადება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა შეიტანა და ის 2 სექტემბერს „ვიკერაადიოს“ შოუ „ვოლისტუნდში“ გამოსვლისას მინისტრ ჰანო პევკურის გაკეთებულ განცხადებებს […]
ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე – სასამართლოს დეტალები

23 სექტემბერს, ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასსა და ადვოკატ პოლ კერესს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავას შეეხება. საოლქო სასამართლოს განჩინებით, კალასის წინააღმდეგ ადრე გაკეთებული განცხადება კერესმა უნდა უარყოს, თუმცა, კალასისთვის მიყენებული მორალური ზიანის (15000 ევრო) ანაზღაურება ადვოკატს აღარ მოეთხოვება. ეს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა განეხილა […]
წმიდა მოწამენი ორნი ძმანი ქართველნი, ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს. ნიკიფორემ პატივით მიიწვია […]
მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების […]
„ცხოველის ხმაზე ყმუის, თვალებში უცნაური ნათება აქვს…მაღალია, შავები აცვია და სახე ნიღბით აქვს დაფარული“ – ქობულეთში მოსახლეობა იდუმალ არსებაზე ალაპარაკდა

„ცხოველის ხმაზე ყმუის, თვალებში უცნაური ნათება აქვს…მაღალია, შავები აცვია და სახე ნიღბით აქვს დაფარული“ – ქობულეთში მოსახლეობა იდუმალ არსებაზე ალაპარაკდა ქობულეთში მოსახლეობა იდუმალი არსების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ღამ-ღამობით მათ სახლებში შედის და კარებზე აბრახუნებს. როგორც მოქალაქე „მთავარ არხთან“ საუბრობს, არსება პირადად ნახა და ის ადამიანს არ ჰგავდა. „რაღაცამ ძაღლს დაარტყა და ისმოდა ძაღლის ტირილი. გავიხედე […]
გადარჩენილი ვარ, ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც – რას წერს ნინი შერმადინი

გადარჩენილი ვარ, ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც – რას წერს ნინი შერმადინი ჰოლივუდში ატეხილ სკანდალს მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება. ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი ქართველებს გვქონია. „გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას. აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც… So sad. […]
როგორი ამინდი იქნება 29 სექტემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.