პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წეროვანის დევნილთა დასახლებას ქვეყნის საამაყო სპორტსმენებთან და უკვე „ქართული ოცნების“ ახალ წევრებთან ლაშა ტალახაძესთან, გენო პეტრიაშვილთან და ზაზა ნადირაძესთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, […]
იმედგაცრუებული ვართ შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“ – უკრაინული მხარე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმედგაცრუებულია შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. უკრაინული მხარე გადაწყვეტილებას „გაუგებარს“ უწოდებს. „ჩვენთვის გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილების ლოგიკა, ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის კონფედერაციასთან ერთად, 15-16 ივნისს ბიურგენშტოკში მოვაწყვეთ პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ესწრებოდა ასი ქვეყნისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ აქტიურ […]
სერგო ჩიხლაძე – პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები

პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი-კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა. აღნიშნულით მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, სადა მან აღნიშნა, რომ რიტორიკა და ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიის ანარეკლია. „პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, მე მას პოლიტიკოსს ვერ დავარქმევდი. […]
ბათუმში, მამუკა ხაზარაძემ “ძლიერი საქართველოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია წარადგინა

კოალიციის “ძლიერი საქართველო” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია წარადგინა. როგორც ხაზარაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, ბათუმი და აჭარა არის კოალიციის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი. „კოალიცია “ძლიერი საქართველო”, რომელიც შედგება 4 პარტიისაგან და რომლის მიზანია, რუსული ხელისუფლების დამარცხება საქართველოში, რომლის მიზანია, საქართველოში ძალიან სწრაფად იმ საქმეების კეთება, რომელიც მოიცავს 200 000 სამუშაო ადგილს, 1000-ლარიან […]
ისრაელის ცენტრალური გაზეთი Haaretz დათო მაღრაძის პოემას “ბარაქიანი მიწა” აქვეყნებს

ისრაელის ცენტრალური გაზეთი Haaretz დათო მაღრაძის პოემას “ბარაქიანი მიწა” აქვეყნებს. დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწა”, რომელიც ნიკოდმა და გალი- დანა ზინგერებმა ივრითზე თარგმნეს, ამჯერად ისრაელის საუკეთესო კულტურული პლატფორმის – გაზეთი Haaretz-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.
რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის შვიდი რეგიონისა და აზოვის ზღვის თავზე 125 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ რეგიონში 125 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასულ ღამეს, როდესაც კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს“, – აცხადებენ უწყებაში. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, […]
ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ბერლინში ბინას აქირავებდა

2024 წლის აპრილში გერმანულმა გამოცემა BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი ვეღარ მიიღებს შემოსავალს ბერლინის პრენცლაუერ ბერგის რაიონში მდებარე 52 კვადრატული მეტრი ფართობის ბინიდან. BILD-ის ახალი მონაცემებით, სანქციების მიუხედავად, მოსკოვში მცხოვრებმა კარაგანოვმა და მისმა მეუღლემ ეკატერინამ იპოვეს ახალი მოიჯარე თვეში 1550 ევროდ (წინა ფასი 850 ევრო იყო). ჯერ კიდევ აპრილის […]
ჩრდილოეთ კორეამ სიკვდილით დასჯადი დანაშაულების სია გააფართოვა

ჩრდილოეთ კორეა აფართოებს იმ დანაშაულების სიას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ foxnews-ი Yonhap News Agency-ზე დაყრდნობით წერს. კიმ ჩენ ინის რეჟიმმა 11-დან 16-მდე გაზარდა იმ დანაშაულთა სია, რომლის ჩადენის გამოც ადამიანებს სიკვდილით დასჯიან. მათ შორისაა ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და აგიტაცია, იარაღის უკანონო წარმოება და უკანონო გამოყენება. 2020 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეული […]
ჯო ბაიდენი: ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მისი მრავალი მსხვერპლისთვის სამართლიანობის ზომაა

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის თქმით, ჰასან ნასრალა და ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, “ჰეზბოლა”, პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში. […]
აზერბაიჯანმა ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებელი JF-17-ები შეიძინა

გუშინ, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩინურ-პაკისტანური წარმოების მრავალფუნქციური გამანადგურებელი JF-17 წარადგინა. მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი პაკისტანური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, PAC-ისა და ჩინური სამხედრო კომპანია CAC-ის ერთობლივი ნაწარმია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო-საჰაერო ძალებმა JF-17-ები შეიარაღებაში უკვე მიიღეს. აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებლის JF-17C (Block III) ვერსია შეიძინა, რომელიც გამოდგება როგორც ჰაერი-ჰაერი, ისე ჰაერი-მიწა საბრძოლო […]