ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „Edison Klassiek”-ის გამარჯვებულია

ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა „Edison Klassiek“-ის დაჯილდოებაზე ნომინაციაში „Newcomer“ გაიმარჯვა. მან ჯილდო თავისი პირველი ალბომისთვის „Meeting My Shadow“ მიიღო. “მოვიგე „Edison Klassiek” ნომინაციაში “Newcomer” ჩემი პირველი ალბომისთვის „Meeting My Shadow“”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილი. ედისონის პრემია უძველესი და ყველაზე ცნობილი მუსიკალური პრიზია ნიდერლანდებში და გამარჯვებულებს ის 1960 წლიდან გადაეცემა.
ირლანდია თაღლითობისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანაა მსოფლიოში – კვლევის შედეგები

ბოლო კვლევის თანახმად, ფიშინგი მოზარდების თითქმის ორ მესამედს შეეხო, რაც ირლანდიას თაღლითების მიმართ ყველაზე დაუცველ ქვეყნად აქცევს მსოფლიოში. ფიშინგი არის თაღლითობის ფორმა, როდესაც ადამიანებს, შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეტყობინებები ეგზავნებათ, რათა მათ პირად ინფორმაციაზე მოხერხდეს წვდომა. მსოფლიო დამოუკიდებელი მარკეტინგული კვლევის ქსელის (WIN) მონაცემებით, ირლანდიაში ფიშინგის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს WIN […]
აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ჰელენისგან“ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ, წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და დიდი რაოდენობით სახლები და ორგანიზაციების შენობები. „თითქოს ბომბი […]
რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს | დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

რუსეთმა, 29 სექტემბრის ღამეს, ქალაქ ზაპოროჟიეს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭიცაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, ივან ფედოროვის განცხადებით, ქალაქი რუსების სამიზნე სულ მცირე 10-ჯერ გახდა. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ასევე გაანადგურა […]
შსს-ს ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი მესამე ვერტმფრენი გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენიც გადაეცა. შსს-ს ინფორმაციით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. „თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. „H145“ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, […]
დამმუშავებელ მრეწველობაში $55.5 მლნ-ის FDI ჩაიდო – TOP-ინვესტორი კომპანიები და სექტორები

წელს II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის დამმუშავებელი მრეწველობის დარგში 55.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2024 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით შემოსული FDI-ის მოცულობამ 83.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვთან შედარებით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში დამმუშავებელ მრეწველობაში 268.2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, II კვარტალში ეკონომიკის […]
“საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ არის, როგორც ადრე” – Hippie

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie-ს დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი BM.GE-სთან ტურისტული ნაკადების შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადრე თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტები მოგზაურობდნენ, ახლა მხოლოდ რუს ტურისტები შეინიშნებიან. მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და არასტაბილურმა გარემომ განაპირობა. “ზოგადად ჩვენი მომხმარებლები ახალგაზრდა სეგმენტია. ონლაინ ძირითადად ქართველები ყიდულობენ, მათ შორის, ემიგრანტებიც. ხოლო მაშინ, როდესაც ყოველკვირეულ გამოფენებზე […]
ნეთანიაჰუ ლაპარაკობს რეგიონში ძალთა ბალანსზე, ირანი გამოდის გაფრთხილებით ომის შესაძლებლობაზე

ისრაელმა 29 სექტემბერს გააგრძელა სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის დაბომბვა, საერთაშორისო გაფრთხილებების ფონზე შესაძლო სახმელეთო შეჭრის და რეგიონული შედეგების შესახებ – თეირანი კი გამოდის გაფრთხილებით ომის შესაძლებლობაზე, მას მერე, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა ჯგუფმა, ჰეზბოლამ, მძიმე დანაკარგები განიცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰეზბოლას ვეტერანი ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლას უწოდა აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო “რეგიონში […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წეროვანის დევნილთა დასახლებას ქვეყნის საამაყო სპორტსმენებთან და უკვე „ქართული ოცნების“ ახალ წევრებთან ლაშა ტალახაძესთან, გენო პეტრიაშვილთან და ზაზა ნადირაძესთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩეველთან […]
ნიკა მელია – წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება – კოალიციური მმართველობა არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება

წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ცვლილებების სასარგებლოდ, არავის სურს ჩანაცვლება, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ხალხი იმსახურებს ბედნიერებას, კეთილდღეობას და მის სიტყვას სახელმწიფოს განვითარების გზაზე ფასი უნდა ჰქონდეს. „წალკაში განწყობა არის გამარჯვების, ცვლილებების სასარგებლოდ, არავის სურს ჩანაცვლება, ყველას უნდა რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილება, […]