ევროპული ”H145” ტიპის სამივე ვერტმფრენი საქართველოშია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. „თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით […]
პრემიერი კობახიძე პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვეული აღარ არის

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მსოფლიო ლიდერებისთვის დღეს დაგეგმილ მიღებაზე, პრემიერ კობახიძის მიწვევა გააუქმა. “ამერიკის ხმას” ინფორმაცია ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა წყარომ კონგრესიდან დაუდასტურა. მალევე, ინფორმაცია ასევე დაადასტურა პრემიერის ადმინისტრაციამ.
თამარ კორძაია – სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას

დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას – იმედი მაქვს, სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას, დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს […]
თამარ კორძაია – ლავროვი თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, სიძულვილის და მტრობის გაღვივებას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ ქვეყნის აღმშენებლობის განვითარების თვალსაზრისით არცერთი დაპირება არ აქვს. „ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, […]
სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცვლილებებისთვის ემზადება. „უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, განწყობა არის მართლაც საოცარი, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებისთვის ემზადებიან და დიახ, ქართველი ხალხი, თბილისელები ევროპულ კეთილდღეობას ირჩევენ. 26 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. […]
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. „კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. […]
რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ღამით განხორციელებული იერიშისას რუსებთმა ზაპოროჟიეში ათზე მეტი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ცხრა ქალია, რომელთაგან ყველაზე უფროსი 83 წლისაა. რუსული მხარე, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ დაზიანდა უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა ზაპოროჟიეში, ნატოს ქვეყნების ოფიცრები იმყოფებოდნენ. […]
„ასკანელი“ წელს 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს – როგორ მიმდინარეობს რთველი?

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ წელს 15 000 ტონა ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. რთველი 2024-ის მიმდინარეობაზე BMG-სთან კომპანიის დირექტორმა ირაკლი უგლავამ ისაუბრა. კომპანია კერძო მევენახეებისგან ყურძნის მიღების პარალელურად, მოსავალს საკუთარი ვენახებიდანაც მიიღებს. „წელს ქვეყანაში ყურძნის ძალიან კარგი მოსავალია. კომპანიაში 15 000 ტონა ყურძნის მიღება გვაქვს დაგეგმილი, საიდანაც ნახევარი ღვინის, ნახევარი კი სპირტის დასამზადებლად მიიმართება. ყურძენს სამ ლოკაციაზე […]
პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი გაიზრდება – შედარება EU-ს სხვა ქვეყნებთან

პორტუგალიის შრომის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან ქვეყანაში მინიმალური თვიური ხელფასი 870 ევრომდე გაიზრდება. ცნობისთვის, ამჟამად პორტუგალიაში დასაქმებულები ანაზღაურების სახით თვეში მინიმუმ 820 ევროს იღებენ. მთავრობის შეთავაზებით, 2028 წლამდე მინიმალური ხელფასი წელიწადში 50 ევროთი გაიზრდება. ამ შეთავაზების მიღებისა და გეგმის სისრულეში მოყვანის შემდეგ, პორტუგალიაში 2028 წლისთვის მინიმალური ხელფასი 1020 ევრომდე იქნება. ხელფასის გაზრდის მიუხედავად, ამ კუთხით […]
შვეიცარიელი წყვილი ორი მოსამსახურის დამონებისთვის გაასამართლეს

2018-2019 წლებში შვეიცარიაში ჩამოყვანილი ორი დიასახლისის სასტიკი ექსპლუატაციის, მათი იძულებითი იზოლირებისა და ხელბორკილების დადებისთვის, 46 წლის შვეიცარიელ მამაკაცს სასამართლომ სამწლიანი სასჯელი დაუდგინა, საიდანაც ცხრა თვეს პატიმრობაში გაატარებს. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, ციურიხის სასამართლომ მისი ფილიპინელ მეუღლეც დასაჯა. ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ანდელფინგენის საოლქო სასამართლომ (ციურიხის კანტონი) შვეიცარიელი მამაკაცი და მისი მეუღლე ადამიანების ტრეფიკინგში, მათ გატაცებასა და თაღლითობაში ცნო […]