UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია – მას აეროპორტში გულშემატკივარი დახვდა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილი აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.
ანალიტიკოსები: პრობლემა მთავრობასა და ივანიშვილშია

ამერიკამ საქართველოში დაწესებული სანქციების შემდეგ, მორიგი ნაბიჯები გადადგა: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შემუშავებულია; გაეროს ასამბლეაზე კობახიძის გუნდს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უარი უთხრეს; გააუქმეს მისთვის გაგზავნილი მიწვევაც- ექსპერტების შეფასება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე
„ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა მოსახლეობასთან ერთად დღესასწაული „ადიგენობა“ აღნიშნა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, „ადიგენობის“ დღესასწაულს დაესწრო. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ადიგენში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა: ნიაზ ჩირგაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა ფეხბურთში, საბავშვო გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა, მესხური სამზარეულოს […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის, ასევე, სოფელ ქობულეთისა და კვირიკეში, ვერულიძეების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანხმად, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან მიმდინარეობს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზირის N7-ის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. „დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი […]
პაპი გამოდის ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით ლიბანში, პალესტინაში, ისრაელში

პაპმა ფრანცისკემ მიმართა ყველა მხარეს, ვინც ჩართულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძალადობაში და მოუწოდა “ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ ლიბანში, ღაზაში, დანარჩენ პალესტინასა და ისრაელში”. “მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეუშვან” – თქვა პაპმა მსახურების ჩატარებისას ბელგიაში ვიზიტის დროს. პაპი ფრანცისკე დასძენს, რომ “ტკივილით და ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს კონფლიქტის ესლაკაციას და ინტენსიფიკაციას ლიბანში”. ლიბანი “შეტყობინებაა, […]
ბუდუს საგოლე პასი და 8-გოლიანი თრილერი – “კარსლრუემ” და “კიოლნმა” ქულები გაიყვეს

მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში “კარლსრუე” გასვლაზე “კიოლნს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. თამაშის ხარისხისა რა მოგახსენოთ, მატჩი კი ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო პირველ ტაიმში გატანა, თუმცა დარტყმისას ბურთი გაზონიდან აუხტა და მარვინ ვანიტცეკზე საგოლე პასი გამოუვიდა. პირველი ტაიმი “კიოლნის” გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მეორე ნახევარში “კიოლნი” გააქტიურდა, 52-ე წუთზე იენსენმა ვანიტცეკის […]
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შერიგებას. „ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი […]
ზუგდიდის მერია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. ინფორმაციის თანახმად, არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო […]
აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი ელექტროსისტემების დაკავშირების პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირების პროექტზე, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად გეგმა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა, რაზეც ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ. რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ გეგმა არის არა რუსეთის სამხრეთში ენერგოდეფიციტის დაფარვა, არამედ საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლა. ენერგომომარაგება იქნება ორმხრივი, იმ პროექტების მსგავსი, რომელიც არის ბელარუსთან […]