The Sims-ის შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, The Sims-ის შესახებ ჰოლივუდში სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ფილმის გენერალური პროდიუსერი Amazon MGM Studios-ი იქნება, მაგრამ პროდიუსერებს შორის მარგო რობისაც ვხვდებით, რომელმაც ბოლო დროს კინოეკრანებიდან კულისებში გადაინაცვლა, კომპანია Lucky Chap-ი დააფუძნა და კარგადაც იხეირა, The Barbie-ის წარმატებას თუ გავითვალისწინებთ. თუმცა მარგო რობის გარდა, შთამბეჭდავად გამოიყურება The Sims-ის ფილმზე მომუშავე ადამიანების […]
ტყიბულში ძლიერმა ქარმა 23 საცხორებელ სახლს სახურავი გადახადა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხორებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხორვებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო არსებულ ვითარებას. „მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს […]
აშშ-ის სანქციები ქართულ ეკონომიკას დიდად ვერ დააზარალებს – მოსაზრება

აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება ქართულ ეკონომიკას ვერ დააზარალებს. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტები მსგავს პროგნოზს არ აკეთებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა სანქციებს ვერ იგრძნობს, თუმცა ნამდვილად არ იქნება ისეთი გავლენა, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას. თუკი რაიმე კუთხით მოსალოდნელია ნეგატიური შედეგი ეს, პირველ რიგში, სავალუტო ბაზარსა და სავაჭრო ურთიერთობებზე აისახება, რასაც ორივე სექტორი […]
ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. ინფორმაციის თანახმად, არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო […]
არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში – UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილი აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს. როგორც მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებთან აღნიშნა, მან საერთო გამარჯვება მოიპოვა. „ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად […]
ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა – “ლევანტემ” გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა. მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა და „ლევანტე“ წინ გაიყვანა, შემდეგ კი მან საგოლე პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა. ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 8.3 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მ 8.2 ქულით. „ლევანტე“ ამ მომენტისთვის 14 […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: “ღალატის რომანტიზება”

ძველი საბჭოური პროპაგანდის სტილში გამოფენილ საარჩევნო პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლებზე თავის სამართლებლად, დემოკრატიული სამყაროსგან გარიყულმა და ხელჩამოურთმეველმა, ქვეყნის, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ მინისტრმა თავი ასე იმართლა: ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ომის საშინელება შეგახსენოთ, რადგან “ომის რომანტიზებას” ეწევითო. ეს ბრალდება მან დიდწილად კრიტიკულ მედიას წამოგვიყენა. არადა ვისაც ობიექტურობის ნატამალი შერჩენია – იცის: ყველა ჩვენი რეპორტაჟი სწორედ […]
“2024 მეღვინე-მევენახეებისთვის კარგი წელია. ამიტომ, 5 სახეობის ღვინოს ჩამოსხმას ვგეგმავთ” – “დევის მარანი”

გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდანახში მდებარე საოჯახო მეღვინეობა „დევის მარანი“ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. მარნის დამფუძნებელმა, ვენახები 2021 წელს შეიძინა, ხოლო 2022 წელს, შპს დევის მარანი დააფუძნა. როგორც „დევის მარნის“ დამფუძნებელი, გიორგი ლონდარიძე BM.GE-სთან აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელი მეღვინეობა – მევენახეებისთვის კარგი წელი იყო, შესაბამისად მომავალი წლისთვის, 5 სახეობის ღვინო ჩამოისხმება. მისივე თქმით, პროდუქციის […]
მერაბ დვალიშვილი – არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში

არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში!- ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ. როგორც მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებთან აღნიშნა, მან საერთო გამარჯვება მოიპოვა. „ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – დავით დარჩია და სოფელ ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს. ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მისი გუნდი აფსებს მოქალაქეების მხარდაჭერას და 26 ოქტომბერს მათთან ერთად გაიმარჯვებს. „აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს. სოფლებში და ქალაქში გამართულ შეხვედრებზე […]