სამეფო ოჯახის შენახვა ბრიტანეთის ბიუჯეტს 0.5 მლრდ ფუნტი უჯდება – რა დეტალებს აქვეყნებს ანტიმონარქიული ორგანიზაცია

სამეფო ოჯახის ხარჯების დაფარვა ბრიტანელ გადამხდელ მოსახლეობას წელიწადში 510 მილიონი ფუნტი (680 მილიონი დოლარი) უჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ანტიმონარქიული ორგანიზაცია Republic ავრცელებს. თავის ახალ მოხსენებაში, ორგანიზაციამ შეაჯამა არა მხოლოდ მეფის, მთავრებისა და პრინცესების ხარჯები, არამედ ის ზარალიც, რომელიც, მისი აზრით, ბრიტანეთის ხაზინას ადგება იმის გამო, რომ მიწა და უძრავი ქონება ეკუთვნის არა სახელმწიფოს, არამედ […]

თამარ კორძაია: “იმედი მაქვს, კონკრეტული მოსამართლეები მაინც დაიცავენ ჩვენი ემიგრანტების უფლებებს”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ 60 უბანი გაიხსნება – 42 ქვეყნის 53 ქალაქში, რასაც ემიგრანტებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამომრჩეველთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაის თქმით, პარტია სასამართლოს მეშვეობით ეცდება დაიცავს ემიგრანტების უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. „იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც […]

პროკურატურამ ჭაბუკიანის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება […]

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დელეგატმა დაათვალიერა აფრიკის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩაზე ხეივნის მოწყობის სამუშაოები. „ქუჩაზე გზის გასწვრივ, სადაც მოსახლეობას ავტოფარეხები ჰქონდა მოწყობილი, კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული სივრცე კეთდება, რომლის 70% უკვე დასრულებულია და დანარჩენიც წლის ბოლომდე მოეწყობა. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან […]

დასავლეთი აიძულებს რუსეთს, მზად იყოს ბირთვული დოქტრინის განსახორციელებლად – დიმიტრი პესკოვი

დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „დასავლეთის მზარდი ჩართულობის ფონზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მზად უნდა ვიყოთ მათი განსახორციელებლად“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია. „ისინი ყურადღებით […]

ქართველი მეფუტკრეების მხოლოდ 2% ეწევა კომერციულ წარმოებას – მეფუტკრეთა ასოციაცია

მეფუტკრეობის დარგი უნდა გაიზარდოს, რადგან ახლა მხოლოდ 2% ეწევა კომერციულ წარმოებას. დაახლოებით 2000 ცალი კომერციული საფუტკრეა საჭირო სტაბილური წარმოებისთვის, რისი პირობებიც საქართველოში ნამდვილად არის“,- ამის შესახებ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, დარგის გასაძლიერებლად აუცილებელია მოყვარული მეფუტკრეების ხელშეწყობა, რათა მოხდეს საფუტკრეების გამსხვილება. „ისეთ ვითარებაში, როცა საფუტკრეების 95% სამოყვარულო დონეზეა, პროდუქტის საჭირო რაოდენობაც არ […]

ისრაელი იუწყება, რომ მოკლულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის არმიამ ღამით გააგრძელა დარტყმები ლიბანის სამხრეთში, ჰეზბოლას ობიექტებზე – არმიის ცნობით, იერიშები განხორციელდა ათობით სამიზნეზე, მათ შორის სარაკეტო მოწყობილობებზე და საბრძოლო მასალების საწყობებზე. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან […]

თალიბანს გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებით საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებენ

თალიბანს გენდერული დისკრიმინაციის გამო საერთაშორისო სასამართლოში კანადა, ავსტრალია, გერმანია და ნიდერლანდები უჩივლებენ. ავღანეთს, სხდომის ჩანიშვნამდე პასუხის გასაცემად ექვსი თვის ვადა მისცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ICJ-ს სასამართლოში ერთი ქვეყანა მეორეს გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივის. საქმე ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის საფუძველზე განიხილება. კონვენცია გენერალურმა ასამბლეამ 1979 წელს მიიღო. ავღანეთმა კონვენციის რატიფიცირება […]

დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი აიძულებს რუსეთს, მზად იყოს ბირთვული დოქტრინის დებულებების განსახორციელებლად

დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „დასავლეთის მზარდი ჩართულობის ფონზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მზად უნდა ვიყოთ მათი განსახორციელებლად“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია. „ისინი ყურადღებით […]

ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ

ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ ოჯახი და ახლობლები დავით ძულიაშვილს ეძებენ. 44 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმიდან 25 სექტემბერს დილის ხუთ საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ახლობლების ინფორმაციით, დავით ძულიაშვილი შავგვრემანია, მოკლე წვერით, დაკარგვის დღეს ეცვა შავი სპორტული ზედა, მუქი ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ფეხსაცმელი. “სავარაუდოდ გონება არეული […]