ბურჯანაძის დებიუტანტმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი მადრიდის “რეალის” ძლევით დაიწყო

გმირულად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი დებიუტანტმა “ლეიმა კორუნიამ”, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. საქართველოს ნაკრების წევრი წინა სეზონში დიდად დაეხმარა ლაკორუნიელებს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში, რითაც ახალი კონტრაქტი დაიმსახურა და პირველსავე ტურში გუნდმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ვის-ვის და, “ლეიმა კორუნიამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და “სამეფო გუნდი” 1 ქულით – 86:85 დაამარცხა. “სამეფო გუნდი” ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია […]

ჰეზბოლას ახალი ლიდერი გახდა ყოფილი ლიდერის დეიდაშვილი

ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. 60 წლის ად-დინი ჰეზბოლას ერთ-ერთ თანადამფუძნებელია. მას აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა და ჰეზბოლას საქმის მმართველსაც უწოდებენ. დაჯგუფების მეთაურად არჩევამდე ად-დინი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2017 წლიდან ის აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტების სიაშია. ად-დინი არის ჰეზბოლას დაღუპული ლიდერის, ჰასან ნასრალას დეიდაშვილი […]

ევროკავშირში, გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის გადადებისკენ მოუწოდებენ – FT

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ითხოვს Entry-Exit System(EES)–ის – გარე საზღვრებზე ბიომეტრიული კონტროლის სისტემის დანერგვის გადადებას და ამტკიცებენ, რომ ავიაკომპანიები და აეროპორტები ამისთვის მზად არ არიან. ამის შესახებ, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, Financial Times იუწყება. FT-ის ცნობით, გერმანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი ჯერ კიდევ არ არიან მზად EES-ის განსახორციელებლად, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების გაერთიანების გაფრთხილებით, გამოიწვევს მგზავრების […]

ტოიოტა კავკასიამ ავჭალის საწყობის ტერიტორია მზის პანელებით აღჭურვა

სექტემბერი, ნულოვანი ემისიის თვეა. ეს თარიღი 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია შეგვახსენოს ის ეკოლოგიური გამოწვევები, რომელსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა იწვევს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი – „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. “ტოიოტამ” ურთულესი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომელთა შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს. “ტოიოტა” დაუღალავად მუშაობს 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც […]

რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს

ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან ის სულ იტყუება. გვარამიას განცხადებით, მთავარია, რას გრძნობს ხალხი, რადგან ხალხმა იცის გაიმარჯვა თუ არა ხელისუფლებამ. ამის მაგალითად მოჰყავს 2003 წლის და 2012 წლის მოვლენები. „რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? იმიტომ, რომ ცესკო […]

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები განახორციელა. ლიბანში პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა. „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა“ პირობა დადო, რომ „გააგრძელებს ბრძოლისა და წინააღმდეგობის გზას მანამ, სანამ ოკუპაცია არ განადგურდება, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს და რამხელა მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს“. ამასთან, დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, […]

“წინასაარჩევნო სპეკულაციები” – სოხუმში კალაძეს პასუხობენ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანისა და თბილისის მერის, კახა კალაძეს განცხადებას ეხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის […]

დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კიკვიძის, ნინუას და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ალილუევის, ღუდუშაურის, სტურუას, ხუდადოვის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, აკაკი სურგულაძის, რევაზ ურიდიას, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, […]

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტია იმარჯვებს, მმართველი პარტია მეორე ადგილზეა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს, რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, – ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ არჩევნებში ხმების 29.2 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზეა მმართველი კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც კანცლერი კარლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს და რომელმაც არჩევნებში ხმების 26.5%-ი მიიღო. ავსტრიის […]

ჯო ბაიდენი – უკრაინა მოიგებს ამ ომს

უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, […]