თბილისობის გამო ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება – ჩამონათვალი

თბილისის მერიის ცნობით, თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. მერიის ინფორმაციით: 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია – გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული […]

ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები მარჯანიშვილზე 13 სართულიანი საოფისე შენობის მშენებლობას გეგმავენ – შეცვლილი პროექტის დეტალები

ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ, 13-სართულიანი საოფისე შენობის მშენებლობას გეგმავენ. პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, ინვესტორების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად გაურკვეველია, ცნობილია მხოლოდ ის რომ უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „ახალ ვარსკვლავია“, მაგრამ ვინ არის კომპანიის რეალური მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. არქიტექტურის სამსახურისგან შპს „ახალ ვარსკვლავმა“ არსებული მრავალსართულიანი ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა […]

მედია – ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას რიგი პირობების შესრულების გარეშე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას გადასცა შეტყობინება, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების შესრულების გარეშე, – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია და კანადა არიან. ამასთან, იგივე შეტყობინება მიიღეს პოტენციური ზავის მოლაპარაკებებში მონაწილე მინისტრებსაც. ისრაელის […]

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია

ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია, პირდაპირ ვამბობ, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერშიგანაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ახლო წარსულისტრავმები უკავშირდება ომს, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ომის შეხსენება ტერორია. “არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა წლებისგანმავლობაში გყავდეს გაუჩერებელი ტერორის ქვეშდა ყოველ დღე ახსენებდე სიკვდილს, ომს დაუბედურებას. მით უმეტეს, ქვეყანა, რომლის ახლოწარსულის ტრავმები უკავშირდება ომს. მეტი კიარაფერს ჰქვია ტერორი. […]

ნიკა გვარამია: რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს

პარტია „ახალის“ დამფუძნებელმა და კოალიცია”ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრისსაპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრადა აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რასგამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან იგი სულ იტყუება. გვარამიას განცხადებით, მთავარია, რას გრძნობსხალხი, რადგან ხალხმა იცის გაიმარჯვა თუ არახელისუფლებამ. ამის მაგალითად მოჰყავს 2003 წლისდა 2012 წლის მოვლენები. „რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? იმიტომ, რომ ცესკო […]

გაფრთხილება ამინდის შესახებ – როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო).

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი 30 სექტემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7297 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0480 ლარია.

რუსთავის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-თბილისის დამაკვაშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ფორდის” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე მოტოციკლეტის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

ქუჩები, სადაც 30 სექტემბერს შუქი გაითიშება – ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს თბილისში გარკვეულ ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კიკვიძის, ნინუას და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ალილუევის, ღუდუშაურის, სტურუას, ხუდადოვის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, აკაკი სურგულაძის, რევაზ ურიდიას, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, […]

საქართველოში CHEVROLET-ის პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც აერთიანებს ისეთ მსოფლიო ავტობრენდებს, როგორიცაა FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM, ახლა უკვე Chevrolet-ს ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. იგი შეიქმნა 2010 წელს და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება. Chevrole -ს ცენტრი საქართველოში უკვე გაიხსნა. General Motors-თან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, […]