„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია – გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის […]

ქართველმა სთრონგმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

გერმანიაში სთრონგმენის ძველი წესებით ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონობა შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ) და ავთანდილი ახვლედიანმა (+120 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს მედლები კი გაგა ჭინჭარულმა (90კგ) და ვალიკო ფიფიამ (105 კგ) მოიპოვეს.

Oracle NetSuite ERP-ის საწარმოთა მართვის ღრუბლოვანი სისტემა ქართული კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

2024 წლის შემოდგომიდან საქართველოში ERP ს – საწარმოთა მართვის სისტემების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. პირველად საქართველოში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ Oracle NetSuite ERP, სრულად ღრუბლოვან True Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP სისტემა, რომლის ხელმისაწვდომობა ფინანსურო მომსახურბის კომპანია – iCFO-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი. Oracle NetSuite ERP არის საწარმოთა მართვის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მხოლოდ საერთაშორისო მსხვილი […]

“ფანების პროვოცირება კურტუამ მოახდინა” – სიმეონე “რეალთან” მატჩის შემდეგ

გუშინ, 29 სექტემბერს, მადრიდულ დერბიში ერთმანეთს “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 69-ე წუთზე “ბლანკოსის” მეკარე კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით “როხიბლანკოს” […]

საქართველოში CHEVROLET-ის პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც აერთიანებს ისეთ მსოფლიო ავტობრენდებს, როგორიცაა FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM, ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. იგი შეიქმნა 2010 წელს და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება. Chevrolet-ს ცენტრი საქართველოში უკვე გაიხსნა. General Motors-თან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში […]

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით

მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. “ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის […]

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება. სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის და, საჭიროების […]

რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა – ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე საცობია

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო, საავტომობილო გზაზე საცობია შექმნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ირაკლი ქარსელაძე – ქალაქ ახალციხეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტკომპლექსი ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქალაქ ახალციხის სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისთვის. როგორც მან ქალაქ ახალციხეში სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ეს ახალციხის ისტორიაში პირველი სპორტკომპლექსი იქნება, რომელშიც განთავსდება 2 საცურაო აუზი. მისივე განმარტებით, აუზი განკუთვნილია, როგორც სინქრონული ცურვისთვის, ასევე წყალბურთის მოედნისთვის. გარდა […]

რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ყველა დრონი მოიგერიეს. „დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველა რუსული დრონი, რომელიც კიევს საფრთხეს უქმნიდა, საჰაერო თავდაცვის ძალებით და საშუალებებით განეიტრალდა“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში […]