ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია

ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა. საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განმარტავს, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას […]

კალაძე განმარტავს რატომ გამოიტანა მილიონობით დოლარი ევროპული ბანკებიდან

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა მას შემდეგ, რაც მათ ბიძინა ივანიშვილი „გაძარცვეს“. ამის შესახებ კახა კალაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა, პასუხად კითხვაზე, რატომ აღარ ჩანს მის ქონებრივ დეკლარაციაში სხვა ქვეყნების ბანკებში შენახული აქტივები. „არ ინერვიულოთ ჩემზე. მე არ ვნერვიულობ და თქვენ რატომ ნერვიულობთ? ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. […]

გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აჭარა ყველაზე სწრფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის […]

iPhone-ის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა დაიწვა

ინდოეთში, კომპანია Tata Electronics-ის ქარხანა დაიწვა, რომელიც iPhone-ის ნაწილებს აწარმოებდა. ხანძრის შედეგად ორი თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ქალაქ ჰოსურში მდებარე ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების საწყობი აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ და ყველა ზომას მიიღებენ თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად. ხანძრის შედეგად, ქარხნის მუშაობა სრულად შეჩერებულია.

როდის შემოვა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი უფასო ვაქცინა?

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო […]

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ, თელავში, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ, თელავში, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე? მიხეილ სარჯველაძე, თელავში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინტერაქციული შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს. „შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) კლინიკების დაფინანსების სისტემას და ამ კუთხით, […]

“ოცნების” მხარდამჭერებო, ეს არ არის სირცხვილი და თავის მოჭრა?” – ლევან ლორთქიფანიძე

ჩემი ყველა პოსტი საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი ნახვა, ამიტომ გავბედავ და მივმართავ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს. ძვირფასო თანამოქალაქენო, იზიარებთ თქვენი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებას, რომლითაც კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა? გუშინ დედაქალაქის მერი მმართველი გუნდის სახელით მიესალმა და პოზიტიურად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც დიპლომატი: საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად […]

“რა ახვიხვინებს ქოცებს და მათ მპოსტავ ნახირს? რას დაგამსგავსათ, ხალხო, არქიფო სეთურმა, რააას” – გიორგი ფოფხაძე

წავიკითხე ლავროვის კომენტარი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე, წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანეო რომ არავინ დამაბრალოს და.. კითხვა გამიჩნდა. რა ახვიხვინებს ქოცებს და მათ მპოსტავ ნახირს?.. სამი სუვერენული ქვეყნის დახლოებას და ურთიერთობის ნორმალუზაციას მივესალმები და რუსეთი ამ პროცესს ხელ შეუწყობსო თანო ამ ქვეყნებმაო თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით ექნებათ ურთიერთობაო და რაც მთავარია თავდაუსხმელიბის აქტზე ხელი უნდა მოეწეროსო. […]

“პოზიტიურად ვაფასებთ” – კალაძე განცხადებაზე, სადაც 3 მეზობელი სახელმწიფოს შერიგებაზეა საუბარი

“პოზიტიურად ვაფასებთ” – კალაძე განცხადებაზე, სადაც 3 მეზობელი სახელმწიფოს შერიგებაზეა საუბარი „ამასთან დაკავშირებით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური […]