აშშ-ის საელჩო: ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კვლავ გავრცელდა დეზინფორმაცია ომის „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. “„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში“, – წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში. […]

პუტინმა, 18–დან 30 წლამდე, 133 ათასი ადამიანი ჯარში გაიწვია

საშემოდგომო გაწვევის პერიოდში რუსეთის ჯარში 133 ათასი ადამიანის გამოძახება მოხდება – შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. პარალელურად რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოეწურათ. გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ბოლოჯერ რუსეთში გაწვევა 2024 წლის გაზაფხულზე იყო. […]

პარლამენტი მთავრობისგან 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ელის – კანონის თანახმად, ფინანსური დოკუმენტი, საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა უნდა შევიდეს

პარლამენტი მთავრობისგან 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ელის – კანონის თანახმად, ფინანსური დოკუმენტი, თანდართული მასალებთან ერთად, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა უნდა შევიდეს. მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება. ბიურო ბიუჯეტის განხილვის გრაფიკს განსაზღვრავს. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად თავდაპირველად პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადაეცემა, […]

23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო. პროკურორის განმარტებითვე, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა. „წინარე გარემოება მომხდარი კონფლიქტი და ჩხუბი იყო, რომლის ინიციატორიც ბრალდებული იყო. საყურაშვილს არანაირი მონაწილეობა ამ ჩხუბში არ […]

The insider-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ნავალნი ციხეში მოწამლეს

The Insider-ის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს. 2024 წლის 16 თებერვალს ნავალნის სიკვდილი ბუნებრივ მიზეზებს მიაწერეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ივლისში განაცხადა, რომ “საქმეს კრიმინალური ხასიათი არ აქვს”. თუმცა The Insider-ის ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსი ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის სიმპტომებს გამიზნულად მალავდა. ის სიმპტომები, რომლებიც საბუთებშია აღწერილი, სრულიად არ ემთხვევა […]

გახარიას ცნობით, ივანიშვილმა “ოცნების” რეიტინგი გადაამოწმა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი მმართველი პარტიის შიდა კვლევებით 30-32%-ია. გახარიას თქმით, ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წყაროებიდან გამოვიდა. ამის შესახებ მან „გახარიას კვირაში“ ისაუბრა. „ძალიან კარგად იცის „ოცნებამ“, როგორი მხარდაჭერა აქვთ და როგორი მხარდაჭერა გვაქვს, მაგალითად, ჩვენ. მათი ჯიბის „გორბის“ გარდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი ტენდენციებია. […]

“ასეთი რამ არავის გაუკეთებია ჯერ სპორტიდან…” – ხვიჩა ყალაბეგაშვილი

გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, მერაბ დვალიშვილზე წერს: ეს არის პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც საკუთარი წარმატება ჰუმანურ აქტად აქცია და ამ დემონსტრაციით წარმატებული მოქალაქის ღირსების მაგალითი უჩვენა აქამდე არსებულ ყველა სპოტსმენს… ასეთი რამ არავის გაუკეთებია ჯერ სპორტიდან… ცნობისთვის, UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თქვა, რომ მილიონ ლარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გადასცემს სრულად ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს და საქართველოში […]

მარკ ცუკერბერგი ექსკლუზიურ მილიარდერთა კლუბს შეუერთდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის უკანასკნელი მონაცემებით, მიმდინარე წელს მარკ ცუკერბერგმა თავისი ქონება 73.4 მლრდ დოლარით 200 მლრდ-მდე გაზარდა. შედეგად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მეოთხე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 200 მილიარდ დოლარად შეფასებულ კლუბს შეუერთდება, რომელიც მხოლოდ სამ წევრს ითვლის და ესენი არიან: ელონ მასკი (272 მლრდ დოლარი), ჯეფ ბეზოსი (211 მლრდ დოლარი) და ბერნარდ არნო (207 მლრდ […]

ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია

ვენესუელელ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს 30 სექტემბერს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია, ადამიანის უფლებების სფეროში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ეს ყოველწლიური პრემია პატივს მიაგებს სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ნაბიჯებს ადამიანის უფლებების დასაცავად. მაჩადო თავის ქვეყანაში ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენაში და დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვაში. იგი არის თანადამფუძნებელი ვენესუელური მოხალისეობრივი სამოქალაქო ორგანიზაციისა ‘Súmate’, რომელიც იცავს […]

23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, მირიან თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა, ზოგადად კი „ბრალდებული ძალადობრივი დამაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი“

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. როგორც პროკურორი საკუთარ შუამდგომლობაში აცხადებდა, ბრალდებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი და ის წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული. პროკურორი […]