მიხაილ როთი – „ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა

„ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“. „ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა“, – წერს მიხაილ როთი […]
ენერგეტიკული სასმელი “მეთექვსმეტე” ქართველ ბორჯღალოსნებს განვითარებაში ეხმარება

ენერგეტიკული სასმელი “მეთქვსმეტე” 2015 წელს შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერაა. ენერგეტიკულის შექმნა პირდაპირ კავშირშია პატრიოტულ სულისკვეთებასთან, რადგან თითოეული გაყიდული ქილით, მომხმარებელი ეხმარება ქართველ ბორჯღალოსნებს განვითარებაში. 2024 წლის 1 ივლისს კომპანიამ დაიწყო გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ყოველდღე ეძლევათ აიფონ 15-ის მოგების შანსი და უკვე 92 სმარტფონი გადაეცათ იმ იღბლიან მონაწილეებს, რომლებიც […]
“როგორც ჯანუკი იტყოდა: “მონატრებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი” – თაკო ჩარკვიანი

დღეს, 30 სექტემბერს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა – ქალიშვილი, თაკო ჩარკვიანი, წერს: დღეს 30 სექტემბერია – ძალიან ვაჟკაცი კაცი დაიბადა – დიდი პოეტი, ის პოეტი სტრიქონებად რომ დატოვა: “მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი”, “საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, “მთავარი მაინც მამული არის განსაცვიფრებლად არის მთავარი,” “მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი”, “სულ ზევით […]
“ნამდვილად მაქვს კითხვა: რატომ არ შეიძლება ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის უფლება?”– დათო გამცემლიძე

ნამდვილად მაქვს კითხვა: რატომ არ შეიძლება (შეიძლებოდა) ემიგრანტებისთვის დისტანციურად ხმის უფლება? ყველასთვისაც, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ემიგრანტისთვის? აი ცხოვრობს ემიგრანტი ვთქვათ ნეაპოლში, არ არის იქ საარჩეწვნო უბანი….. რამდენიმე დღით ადრე შედის ცესკოს საიტზე, გადის რეგისტრაციას, არჩევნების დღეს შედის ისევ საიტზე….. გადის უსაფრთხოების რთულ (თუნდაც ძალიან რთულ) პროცედურებს, აძლევს ხმას და მორჩა. რატომ არ შეიძლება? „უსაფრთხოება“ და […]
ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება – ვახტანგ ცინცაძე

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები – აგვისტოში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 640 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მან ასევე ხაზი გაუსვა მომსახურების ექსპორტის და […]
ილია თოფურია Forbes-ის 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორისაა

Forbes Spain-მა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორი დაასახელა. ღონისძიების მეორე დღე Crystal Gallery-ში გაიმართა, რომელსაც ქართველი ჩემპიონიც დაესწრო. მებრძოლი სცენაზე მსახიობ ჰიბა აბუკის თანხლებით გამოვიდა. ილია თოფურიამ საუბრისას ხაზი გაუსვა ფუნდამენტურ როლს, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს მის ცხოვრებაზე აქვს. ასევე ისაუბრა, თუ როგორ გამოიყენება შერეული ორთაბრძოლების გავლენა ფართო საზოგადოებაში ღირებულებების […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7300 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7297 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0480 ლარს შეადგენდა. […]
გახარია ივანიშვილს მიმართავს 3 კითხვას უპასუხოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება. ასე ეხმაურება ის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. „რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, […]
„საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შანსს“ — შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წუხილს გამოთქვამს საქართველოს რეგრესის გამო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შტაინმაიერმა დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა და გერმანიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მადლობა გადაუხადა მას პროევროპული პოზიციისთვის. „ამავე დროს, მან სინანული გამოთქვა საქართველოს რეგრესის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ფედერალურმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამით მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას“, — წერს გერმანიის პრეზიდენტის […]
“ჰეზბოლა” ისრაელის ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლები აცხადებენ, რომ მზად არიან დაუპირისპირდნენ ისრაელის ნებისმიერი ტიპის სახმელეთო შეჭრას, მათ ქვეყანაში. 30 სექტემბერს, აღნიშნული განცხადება სამხედრო ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, ნაიმ ქასიმმა გააკეთა. ეს ქასიმის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბეირუთში “ჰეზბოლას” დიდი ხნის მეთაური, ჰასან ნასრალა მოკლეს. “ჰეზბოლამ” შაბათს, 28 სექტემბერს დაადასტურა, რომ მათი ლიდერი ერთი […]