დიდი ბრიტანეთი ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოებას წყვეტს

დიდი ბრიტანეთი ქვანახშირისგან ელექტროენერგიის წარმოებას წყვეტს დიდი ბრიტანეთი ნახშირს ემშვიდობება: 140 წელზე მეტი ხნის შემდეგ ბრიტანელები წყვეტენ ამ წიაღისეული საწვავისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას – ამის შესახებ როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, The Guardian იუწყება. ქვანახშირზე მომუშავე ბოლო ელექტროსადგურს Ratcliffe-on-Soar-ში, ნოტინჰემის სამხრეთ-დასავლეთით, ორშაბათს ბოლო სამუშაო დღე აქვს. ეს დიდ ბრიტანეთს აქცევს პირველ მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელმაც ეტაპობრივად უარი […]
უკრაინის საჰაერო ძალები კიევზე დრონებით განხორციელებულ რუსეთის იერიშზე საუბრობს

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, დედაქალაქი კიევი, რუსეთის დრონებით თავდასხმისგან წარმატებით დაიცვეს. მათივე თქმით, თვადასხმა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ ყველა რუსული დრონი, რომელიც კიევისკენ იყო მიმართული, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ან გაანეიტრალა. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ […]
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტში ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება არის გათვალისწინებული – ასევე, დაგეგმილია პენსიის ზრდა

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 1,9 მილიარდი ლარზე მეტია გამოყოფილი. „ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა […]
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებიც. „განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების […]
გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. “ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია […]
“საქართველოს მთავრობა ისტორიულ შანსს ემუქრება” – შტაინმაიერმა ზურაბიშვილი მიიღო

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 30 სექტემბერს ბერლინში მიიღო ქართველი კოლეგა, სალომე ზურაბიშვილი. ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის პროევროპულ პოზიციას და აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხების გამო. სალომე ზურაბიშვილმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა შეხვედრის ამსახველი კადრები, ხოლო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქართველ კოლეგასთან გადაღებული ფოტო, რომელსაც თან ერთვის განცხადება. “საუბრისას [შტაინმაიერმა ზურაბიშვილს] მადლობა გადაუხადა მისი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7300 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7297 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0480 ლარს შეადგენდა. […]
მარნეულის მერია – მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. 2023-2025 წლებში დაგეგმილია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 5 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა აშენდება. „ამ ეტაპისთვის, 3 სკოლის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო 2 სკოლის პროექტირება უახლოეს მომავალში დაიწყება. სკოლების მშენებლობა დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: იმირის N1 საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: […]
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. უწყების ცნობით, 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31,2 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ჰეგელის წლევანდელი საერთაშორისო კონგრესი საიუბილეოა და მისი დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. ამავე ცნობით, საქართველო პირველი სახელმწიფოა, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის […]