საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „32 წელი შესრულდა ჟიული შარტავას ბოლო სექტემბრიდან. „მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“, – ამ სიტყვების ავტორმა, რომლის კარიერა კომკავშირიდან დაიწყო, დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ […]
სალომე ზურაბიშვილი – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. „ქართული ქარტიის“ ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების […]
58 წლის ასაკში ლეგენდარული კალათბურთელი, დიკემბე მუტომბო გარდაიცვალა

ლეგენდარული კალათბურთელი დიკემბე მუტომბო 58 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანი კალათბურთელის ოჯახმა გაავრცელა. მუტომბო ნეისმიტის მემორიალური დიდების დარბაზის წევრი გახლდათ. დიკემბეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჯამში 18 სეზონი აქვს ჩატარებული, იგი NBA-ში 1991/2009 წლებში ასპარეზობდა. მუტომბო NBA-ის სეზონის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში 3-ჯერ მოხვდა, სეზონის საუკეთესო დამცველთა გუნდში 6-ჯერ, ყველა ვარსკვლავის მატჩის […]
შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. “პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში […]
რა ხდებოდა აბაშიძის პროცესზე და რა ვერ ახსნეს მოწმეებმა? – უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს

ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა. საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, […]
ხერტ იან კოოპმანი – ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს

ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს , – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა დღეს ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კოოპმანმა განაცხადა, ევროკავშირს ქართველი ხალხი არ ჩამოშორებულა, რადგან ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 90 პროცენტამდეა, თუმცა მთავრობის […]
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ასამბლეა ევროკომისრებად სახალხო პარტიიდან დასახელებულ კანდიდატებს ხვდება. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. ბოკუჩავას განცხადებით, ევროპაში არსებობს სრული […]
გიორგი ბოტკოველი – 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის მაფიოზურ, ოლიგარქიულ, ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა

26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის მაფიოზურ, ოლიგარქიულ, ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა და ყურძენს ექნება ფასი – რქაწითელის შემთხვევაში იქნება ორი ლარი, ორ ლარ-ნახევარი, საფერავის შემთხვევაში იქნება სამი ლარი, სამ ლარ-ნახევარი , – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კახეთში გამართულ ღონისძიებაზე. ბოტკოველის […]
მეზვრიშვილი: ოცნება სადამკვირვებლო მისიების შეფასების არაღიარებისთვის ემზადება

პარტიაში გახარია საქართველოსთვის აცხადებენ, რომ ქართული ოცნება სადამკვირვებლო მისიების შეფასების არაღიარებისთვის ემზადება. ამაზე ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას. მეზვრიშვილის ინფორმაციით, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის […]
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება იუწყება, რომ ქართულ მხარეს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ე.წ სასჯელს სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით იხდიდა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, 33 წლის ვლადიმერ ცაბაძე ზნაურის რაიონში დააკავა, თამბაქოს ნაწარმის ე.წ საზღვარზე გადატანის მცდელობის დროს. კაგებეს ცნობით, ცაბაძე სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. „2024 წლის 13 აგვისტოს […]