ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციაში ბევრი ფულის ჩადება სჭირდება – ზურაბ პოლოლიკაშვილი

ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციაში ბევრი ფულის ჩადება სჭირდება – ზურაბ პოლოლიკაშვილი ინვესტიციებთან ერთად, ტურიზმის სფეროში საჭიროა განათლების მიწოდება და კადრების გადამზადება, რათა შესაძლებელი იყოს, რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუმრის მიღება – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს. „საქართველო, მე ვფიქრობ, უნდა იყოს ბუტიკური სერვისის ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ყველაფერი: საკმაოდ […]
ნათია მეზვრიშვილი – „ოცნება“ ცდილობს, ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს. „პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, […]
ირაკლი ფავლენიშვილი – უნდა დაფასდეს გლეხის გარჯა, 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აღორძინებულიყო კახეთი, როგორ უნდა გამხდარიყო ღვინის კულტურა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ასე რომ, მეგობრებო უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ქვეყანა, უნდა დაფასდეს გლეხის გარჯა. 26 ოქტომბერს ერთიანობით ვიმარჯვებთ , – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე. ფავლენიშვილის განცხადებით, კახელები არიან მოწოდებულნი […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული […]
ანა დოლიძე – კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ყველანაირ მეხამრიდებს ეჭიდება

კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ყველანაირ მეხამრიდებს ეჭიდება, – ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. როგორც დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს, კალაძის განცხადება არის „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“. „ფაქტობრივად, ეს არის […]
“უმარ, ახლა განა მარტო უპატივცემულობას გამოხატავ, არამედ იტყუები კიდევაც” – რაზე საუბრობს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

15 სექტემბერს, UFC-ს სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა, ერთმანეთს ორი უძლიერესი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი (18-4) და ამერიკელი შონ ომალი (18-2) შეხვდნენ. ქართველმა”,მანქანამ” მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ის ისტორიაში მეორე ქართველი გახდა, რომელსაც UFC-ის ქამარი აქვს მოპოვებული. მერაბის მომდევნო მეტოქედ, რამდენიმე მებრძოლი შეიძლება ვივარაუდოთ. მათ შორის შონ ომალისთან რევანში, თუმცა დვალიშვილის შეთავაზების მიუხედავად, […]
ცესკო: ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში, ხმის მიცემას პარიზში შეძლებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ არ არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ცესკოში აცხადებენ, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და “კანონის შესაბამისად, შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში, ხმის მიცემას კი პარიზში შეძლებს”. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე […]
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა რებროვმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს პოზნანში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს. უკრაინელთა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ანდრეი ლუნინი (რეალი) მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა შახტარი), ალეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესე), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მაკსიმ ტალოვეროვი […]
“სად აქვს კალაძეს ამის კომპეტენცია?” – გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს: კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია. ცნობისთვის, […]
სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. „საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.