პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაშია გადაყვანილი

პარლამენტი წინ შუქრუთელების უკიდურესი ფორმით პროტესტის 30-ე დღეს, ერთ-ერთი მოშიმშილე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, კაცი ჰიპოგლიკემიური იყო და გონება დაკარგა. შეგახსენებთ, შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე თვეებია ეწინააღმდეგება მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას, რის შედეგადაც მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად საშიში […]

ავსტრიაში ულტრა-მემარჯვენეები მთავრობის დაკომპლექტებას ეცდებიან

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ულტრა-მემარჯვენე “თავისუფლების პარტიას” მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება. ეს ევროპაში მემარჯვენე ძალების დაწინაურების კიდევ ერთი მაგალითი იყო. ევროსკეპტიკოსი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა პარტიამ კვირის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა – 29 % მოიპოვა, თუმცა კანცლერ კარლ ნეამერის კონსერვატიულ “ხალხის პარტიას” სულ რაღაც 2.5 %-ით გაუსწრო. მისმა სხვა ოპონენტებმა, “თავისუფლების პარტიის” ლიდერს – ჰერბერტ კიკლს […]

ვანდალიზმის ფაქტები მოლდოვაში – კიშინოვი მოსკოვს ადანაშაულებს

საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერანდუმის მოახლებასთან ერთად, მოლდოვაში ვანდალიზმის ფაქტებმა იმატა, რომლის უკანაც, კიშინოვის მტკიცებით, რუსეთი დგას. მოლდოვის პოლიციის მტკიცებით, რუსეთის მიზანი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნაა. ამის ერთ-ერთ დასტურად, კიშინოვი ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო შენობების დაზიანების ფაქტებს განიხილავს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავები შეასხეს მოლდოვის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის შენობას, სასამართლოს შენობას, ასევე მთავრობის სახლსა და შრომისა და […]

ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსდგება

ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგება, რათა ხუთ ფედერალურ ბრალდებაზე განცხადება გააკეთოს. მამაკაცს წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ამბობს, რომ მან, ფლორიდაში, ყოფილი პრეზიდენტის გოლფის ერთ-ერთი მინდვრის გარეთ შაშხანით პოზიცია დაიკავა. მოსალოდნელია, რომ 58 წლის რაიან რუთი თავს უდანაშაულოდ გამოაცხადებს ბრალდებებზე, რომელშიც საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობაც შედის. უკვე არსებობს ორდერი, რომლითაც რუთი სასამართლომდე პატიმრობაში […]

“ეგრევე მივხვდი, რომ სუსიდან იყო და ვეტაკე… კედელთან რომ მივაყენე, ყველა დავარწმუნე რატომაც ზაფრავდა ხალხს…” – მეგი გოცირიძე

“ზღაპარი”- ში ვარ, სალაროსთან 10-12 კაცი დგას რიგში და უეცრად, სადღაც 65-70 წლამდე ქალს , ძალიან საეჭვოდ აღმოხდა: ” მთავარია მშვიდობა იყოს” და ვცქვიტე ყურები, ეგრევე მივხვდი, რომ სუსიდან ანუ, ოცნებიდან იყო პროპაგანდონშა და ვეტაკე. ნუ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და კედელთან რომ მივაყენე და ყველა დავარწმუნე ვინც იყო, რატომაც დაწანწალებდა და ხალხს ზაფრავდა, იქეთ […]

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს

როდესაც საუბარი არის სახელმწიფო ინტერესზე, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შერიგებით ეგ თემა არასდროს მოგვარებულა. თბილი სიტყვით ტერიტორიები არავის დაუბრუნებია , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. დავითაიამ შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების […]

„არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი, პრობლემა გვაქვს მთავრობის კურსთან“ – კუპმანი

ევროკავშირის გაფართოებისა და მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორი, ჰერტ იან კუპმანი აცხადებს, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი, მაგრამ აქვს პრობლემები საქართველოს საქართველოს მთავრობის კურსთან. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია „დე ფაქტო შეჩერებულია“, ხოლო სიტუაციის შემობრუნებისთვის უმნიშვნელოვანესი რუსული კანონის გაწვევაა. „ჩვენ ვამაყობდით, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ უცხოეთის აგენტების კანონის და სხვა მოვლენების ფონზე, საქართველომ დაკარგა […]

ალკარასი ბეიჯინგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა, ბეიჯინგში( ATP 500), ტელონ გრიკსპური, ანგარიშით 6:1 6:2 დაამარცხა და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა. 21 წლისა და 4 თვის ესპანელმა, ამ მოგებით კარიერაში მე-200 გამარჯვება მოიპოვა. კარლოსმა ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ჩოგბურთელებს, როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო. ნოვაკმა 200-მოგებიან სერიას, 21 წლისა და 9 თვის ასაკში მიაღწია, ხოლო თავის მხრივ როჯერმა ეს […]

კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” განცხადებით, მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება, დაზუსტებულ თარიღს კი მმართველი პარტიის პრეს-სამსახური გაავრცელებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის […]

საგამოძიებო ჯგუფი: ნავალნი, შესაძლოა, ციხეში სასიკვდილოდ მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი – რომელიც თებერვალში ციხეში გარდაიცვალა – შესაძლოა მოწამლეს, აცხადებს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Insider-ის საგამოძიებო ჯგუფი იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც, სავარაუდოდ, რედაქტირებას დაუქვემდებარეს, რათა დადასტურებულიყო სახელმწიფოს ვერსია ნავალნის გულით სიკვდილის შესახებ. გამოცემის მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა მოიპოვა ორი ვარიანტი ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც მიემართება […]